ლეონიდ ბრეჟნევი – “ეპიზოდი”
მაშინ,როდესაც საბჭოთა კავშირის “გენსეკი” გარდაიცვლებოდა,დასაფლავების დროს,პროცესიას მიჰყვებოდა ის სამხედრო ოფიცერი,რომელსაც წითელ,რბილ ბარხატის ბალიშზე დადებული (საჩვენებლად) მიჰქონდა ის ორდენები და მედლები,რომლებიც საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს სიცოცხლეში ჰქონდა მინიჭებული. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი პრაქტიკა “წითელ იმპერიაში” ფართოდ იყო დანერგილი და ერთგვარ აუცილებლობასაც შეადგენდა.საყოვეთაოდ ცნობილ “გენსეკს” – ლეონიდ ბრეჟნევს (1906-1982 წლები),როგორც ცნობილია,ერთობ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის ჯილდოების მიღება.რაღა თქმა უნდა ამის შესახებ პოლიტბიურო ინფორმირებული იყო და თავიანთ ბელადს,სრულიად დაუმსახურებლად მრავალი ჩინ-მედლები გადასცეს კიდეც სახელმწიფოს სახელით.საბოლოო ჯამში,ბრეჟნევს იმდენი ორდენი და მედალი დაუგროვდა,რომ მათი ერთი პიჯაკით ტარება ყოვლად წარმოუდგენელი იყო.ამიტომ მისთვის სპეციალურად შეკერილი იქნა ისეთი სამხედრო და სამოქალაქო პიჯაკები,რომლებზეც უფრო მეტი ჯილდო ეტეოდა,ვიდრე ჩვეულებრივზე.ლეონიდ ბრეჟნევს თავისი 18 წლიანი მმართველობის ბოლოსათვის,მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო – 4 “ოქროს ვარსკვლავი” (4-გზის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება,რაც სტალინსაც კი არ ღირსებია), 16 სხვადასხვა ხარისხის საბჭოთა ორდენი და 22 მედალი (ჯამში 38 ჯილდო).გარდა ამისა,მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაეცა კიდევ 42 ორდენი და 29 მედალი (ესე იგი ჯამში 71 ჯილდო). 1982 წლის 10 ნოემბერს,მედლებისა და ორდენების მხრივ “გინესის წიგნის” რეკორდსმენი – ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა.მისი დაკრძალვის პროცესიისას,ჩვეულებისამებრ,გარდაცვლილი გენსეკის ჯილდოები ერთ საბჭოთა ოფიცერს უნდა წაეღო,თუმცა,რადგან ისინი ფიზიკურად ერთ წითელ ბარხატის ბალიშზე ვერ დაეტეოდა (სხვადასხვა მონაცემების თანახმად,მას საერთო ჯამში მინიჭებული ჰქონდა 112-ზე მეტი ორდენი თუ მედალი),მიღებულ იქნა გადაწყვიტილება რომ,ამ საქმისათვის იმდენი ოფიცერი გამოეყენებინათ,რამდენიც საჭირო იქნებოდა.საბოლოო ჯამში – ლეონიდ ბრეჟნევის კუბოს 40 უფროსი ოფიცერი მიაცილებდა,რომელთაც ხელთ ეპყრათ წითელ ბარხატის ბალიშებზე განთავსებული აწგანსვენებული გენსეკის ჯილდოები. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ოთხგზის საბჭოთა კავშირის გმირს” – ლეონიდ ბრეჟნევს,სიკვდილის შემდეგ არც ერთი სახელმწიფო ჯილდო აღარ მინიჭებია. (ავტორი გენია.ჯი)