ჯორჯ ორუელის გენიალური რომანიდან – “ცხოველების ფერმა”
1. “მაშ,ამხანაგებო,რას წარმოადგენს,თავისი არსით,ჩვენი ცხოვრება? პირდაპირ შევხედოთ მას: ჩვენი ცხოვრება საბრძოლო,მძიმე შრომით გადატვირთული,მოკლე წუთია.დაბადების შემედგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები,რომ სული არ გავაფრთხოთ,ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ.დაბოლოს,როცა აღარ ვჭირდებით,ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ”.
2. “ადამიანი.ადამიანია ჩვენი ერთადერთი რეალური მტერი.გააქრეთ ადამიანი და ამით სამუდამოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეს”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “ადამიანი ერთადერთი არსებაა,რომელიც მხოლოდ ნთქავს და არაფერს არ ქმნის”.
4. “ყველა ადამიანი მტერია,ყველა ცხოველი – მეგობარი”.
5. “ფაშატი,მაგალითად,ამბობდა,რომ ღმერთმა მას კუდი ბუზების მოსაგერიებლად მისცა,მაგრამ ერჩივნა,არც კუდი ჰქონოდა და არც ბუზებს ეარსებათ”.
6. “გახსოვდეთ ისიც,რომ,თუმცა კი უნდა ვებრძოლოთ ადამიანს,მაგრამ ამ ბრძოლაში არაფრით არ უნდა დავემსგავსოთ მას. და როდესაც მას დაამარცხებთ,მაშინაც კი არ უნდა შევითვისოთ მისი მანკიერებანი”.
7. “არ გეგონოთ ამხანაგებო,რომ მმართველობა სიამოვნებაა! პირიქით,ეს არის უმძიმესი პასუხისმგებლობა”.
8. “წისქვილით თი უწისქვილოთ,ცხოვრება კვლავ ისე იდინებს,როგორც ოდითგანვე დიოდა,ანუ – ცუდად”.
9. “ცხოველთა ფერმის შვიდი მცნება”:
ა) ორ ფეხზე მოსიარულე ყველა მტერია;
ბ) ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია;
გ) არც ერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს”;
დ) არც ერთი ცხოველი არ დაიძინებს (ზეწრიან) საწოლში;
ე) არც ერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს (დიდი რაოდენობით.უმიზეზოდ)
ვ) არც ერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს (უმიზეზოდ);
ზ) ყველა ცხოველი თანასწორია (მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია,ვიდრე სხვები). (ავტორი გენია.ჯი)