მედეა კახიძე – “ჩემი მიწის სადღეგრძელო”

ვკეცე,ვკეცე,ვერ დავკეცე

საქართველოს

საოცნებო გზები,

გრძელი,როგორც

ჩვენი მრავალჟამიერი,

ხვავრიელი,

როგორც პურის ძნები.

***

ვძებნე,ვძებნე,ვერ მოვძებნე

ოცნებაში დახატული მოყმე,

მინდა,ვიყო

თავანკარა გაზაფხული,

ჩემი მიწის

სადღეგრძელოდ მოვკვდე.

***

მუმხლი მუხას ეხვეოდა,

ყორანივით დაგვყიოდა მტერი,

კაფეს,კაფეს,ვერ გაკაფეს

ეჭვებივით ჩახლართული ტევრი.

***

ლეწეს,ლეწეს,ვერ დალეწეს,

განა მართლა

თავზე ჩემოგვექცა

ვარკვლავების

ჩიხტიკოპით დახურული,

საქართველოს მადლიანი ზეცა.

***

მინდა,ვიყო

გმირი თინა წავკისელი,

შორი გზიდან

მიყიოდეს მოყმე,

ვიყო მისთვის

თავანკარა გაზაფხული,

ჩემი მიწის

სიცოცხლისთვის მოვკვდე.