მეიერ ლანსკი -”ეპიზოდი”

მეიერ ლანსკი (1902-1983 წლები) – რომელსაც ზედსახელად “მაფიის ბუღალტერს” უწოდებდნენ,წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე იმ ერთ-ერთ ამერიკელ ლიდერს ამერიკული დამნაშავეთა სამყაროსი,რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და პარტნიორობდა,საყოველთაოდ ცნობილ მაფიოზთან – ჩარლზ (ლაკი) ლუჩიანოსთან.აღსანიშნავია ისიც,რომ მან უდიდესი როლი ითამაშა ამერიკაში – “National Crime Syndicate”-ს ჩამოყალიბებაში და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მეიერ ლანსკი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებადაც კი მიიჩნეოდა.მანვე მიიღო მონაწილეობა “სათამაშო იმპერიის” ჩამოყალიბებაში და ფლობდა მრავალ კაზინოს.მათ შორის ისეთ ქალაქებში,როგორებიც არის – ლას-ვეგასი,მაიმამი,კლაუნსილ-ბლაფსი და სარატოგა. (ავტორი გენია.ჯი) სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე “სათამაშო ბიზნესის” შესახებ,მეიერ ლანსკიმ ასეთი პასუხი გასცა:

 
“უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩვენს კაზინოში სათამაშოდ და როდესაც ნიუორკში,ვაშინგტონში ან სხვა ქალაქებში უკან ბრუნდებოდნენ,წარმოსთქვამდნენ “ღვთისმოსავ სიტყვებს”,იმის შესახებ,თუ როგორი ამორალური რამ იყო კაზინოში თამაში.თუმცა ისინი არასოდეს ამბობდნენ თავიანთ “ღვთისმოსავ სიტყვებში”,რომ ცხოვრებაში კიდევ არსებობდა აზარტულ თამაშზე უარესი,მრავალი მოვლენაც.როდესაც ამ ბიზნესს მოვკიდე ხელი,ფლორიდასა და სხვა ამერიკულ ქალაქებში ებრაელთათვის ყველა კარი დახურული იყო.მეორე მსოფლიო ომამდე ებრაელებს სასტუმროებში დაბინავება კი არა,შიგ შესვლაც კი ეკრძალებოდათ.ამიტომ ჩვენს მიერ გახსნილი კაზინოები,საუკეთესო და შესანიშნავი ადგილი იყო შეხვედრებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) იგი “ღია იყო” ნებისმიერი ეროვნებისა და რწმენის ადამიანისთვის,იქნებოდნენ ისინი ებრაელები,არაბები,ქრისტიანები,შავკანიანები თუ სხვა.მათ ჩვენს კაზინოებში შეეძლოთ სრული კომფორტით ესარგებლათ და ამასთანავე დაკავებულიყვნენ აზარტული თამაშებით”.
 
P.S. ისრაელის სახელმწიფომ როდესაც სუვერენიტეტი მოიპოვა (1948 წლის 14 მაისი),მისი მოპოვებიდან სულ რაღაც 11 წუთში – მეიერ ლანსკიმ,ოფიციალურად შესწირა უზარმაზარი თანხა,ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის ბიუჯეტს.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მის მფლობელობაში მყოფი კაზინოების მოგებიდან მეათედი,ასევე ოფიციალურად ირიცხებოდა ისრაელის სახელმწიფო ბიუჯეტში.