ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეოტიტიკოსის – ალბერტ აინშტაინის მიერ წარმოყენებულ “ფარდობითობის თეორიის” სრულ და ღრმა არსს,არა მარტო ფიზიკის მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები,არამედ,თავად დიდი ფიზიკოსებიც კი ვერ სწვდებოდნენ.აღნიშნული ფაქტი,განსაკუთრებული იუმორის მქონე აინშტაინისათვის ცნობილი იყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თავისი რთულად გასაგები თეორია,გასაგები ენით ჩამოეყალიბებინა:
“წარმოიდგინეთ,რომ გახურებულ ტაფაზე დაგსვეს.ამ დროს ერთი წუთი ერთ საუკუნედ მოგეჩვენებათ.ახლა წარმოიდგინეთ,რომ მუხლებზე ლამაზი ქალი გიზით.ამ დროს ერთი საუკუნე წუთში გაფრინდება.ასე,რომ ბატონებო და ქალბატონებო,ამ სამყაროში ყველაფერი ფარდობითია”. (ავტორი გენია.ჯი)