იცით თუ არა,რომ

1. დიდი უნგრელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი – ფერენც (ფრანც) ლისტი,გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერის სიმამრი იყო. ფერენც ლისტის ქალიშვილი – ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტი, რომელიც თავის მხრივ,მანამდე დაქორწინებული გახლდათ ცნობილ გერმანელ დირიჟორზე, კომპოზიტორზე და პიანისტზე – ბარონ ჰანს გვიდო ფონ ბიულოვზე, ვაგნერის რიგით მეორე მეუღლე გახლდათ. წყვილმა 1870 წელს იქორწინა.

2. ეგვიპტის უაკანასკნელმა და საყოველთაოდ ცნობილმა დედოფალმა პტოლემეების მაკედონიური დინასტიიდან – კლეოპატრა VII ფილიპატორმა ანდერძად დაიბარა,რომ სიკვდილის შემდეგ,თავისი უსაყვარლესი მამაკაცის,გამოჩენილი რომაელი პოლიტიკოსისა და მხედართმთავრის – მარკუს ანტონიუსის გვერდით დაეკრძალათ.

3. იმ ძველრომაელ ჯარისკაცს,რომელიც თანამებრძოლს ბრძოლაში სიკვდილისაგან იხსნიდა,მუხის ფოთლებისაგან დაწნული “სამოქალაქო გვირგვინით” უმკობდნენ თავს.

4. მიხეილ ბულგაკოვის ერთ-ერთი საუკეთესო რომანის – “ოსტატი და მარგარიტას” წაკითხვის შემდეგ,სტალინმა წიგნის წინა ყდაზე დიდი ასოებით მიაწერა: “აიკრძალოს. საბჭოთა ხალხისთვის ამ წიგნის კითხვა ჯერ ადრეა”.

5. დიდმა ქართველმა რეჟისორმა – თენგიზ აბულაძემ,თავისი გახმაურებული ფილმი – “მონანიება”,ქართველი მწერლის – ნოდარ წულეისკირის შესანიშნავი ნაწარმოების – “აფთრების” მიხედვით გადაიღო.

6. სიგარეტ “ქემელის” კოლოფზე გამოსახულ აქლემს – “ბებერი ჯო” ჰქვია.

7. ბილიარდის კიის სტანდარტული სიგრძე 142,5 სანტიმეტრია.

8. 1933 წლის 29 აპრილს საფეხბურთო მოედანზე პირველად გამოვიდნენ ფეხბურთელები ზურგზე დაწერილი ნომრებით.

9. ჩინეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახლად გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,ქვეყანაში 160 მილიონამდე ადამიანს პარანოიდული ფსიქოზი ან შიზოფრენიის ნიშნები აწუხებს.

10. ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება,რომლის მიხედვითაც,ისინი თავიანთ ცოდვებს სიმბოლურად,თხას აჰკიდებდნენ და უდაბნოში გზავნიდნენ.ამ წეს-ჩვეულების განხორციელების შემდეგ,ფიქრობდნენ,რომ თითქოს ცოდვებისაგან თავისუფლდებოდნენ.სწორედ აღნიშნული ჩვეულების მიხედვით წარმოიშვა საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: “განტევების ვაცი”. (ავტორი გენია.ჯი)