ანაქსაგორას გონივრული პასუხი – პერიკლეს…
ათენური დემოკრატიის ერთ-ერთი ძველბერძენი ფუძემდებელი,პოლიტიკოსი,ორატორი და მხედართმთავარი – პერიკლე (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 494-424 წლები),რომელიც თუკიდიდეს დამხობის შემდეგ განაგებდა ქვეყანას,ერთი პერიოდის მანძილზე იმდენად გადაიტვირთა სახელმწიფო საქმეებით,რომ კარგა ხნის მანძილზე ვეღარ მოინახულა თავისი უსაყვარლესი მასწავლებელი,საყოველთაოდ ცნობილი სოკრატემდელი ძველბერძენი ფილოსოფოსი და ფილოსოფიის იონური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი - ანაქსაგორა (ძვ.წ.აღ-ით 500-428 წლები).ცნობილი ფაქტია,რომ პერიკლე ანაქსაგორას (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) – “აღმერთებდა”.თავისი საუკეთესო მოსწავლის უყურადღებობით გულნატკენმა ხნოვანმა მასწავლებელმა,შიმშილით თავის მოკვლა გადაწყვიტა და ყოველგვარი საკვების მიღება შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც პერიკლეს შეატყობინეს ანაქსაგორას გადაწყვეტილება,იგი უმალვე გაემართა ანაქსაგორას სახლისაკენ.მას შემდეგ,რაც პერიკლე თავის მასწავლებელსა და მრჩეველს ეახლა,ერთმინშვნელოვნად უთხრა:
- ხელი აიღე საშინელ განზრახვაზე.თქვენს სადარ ნათელი გონების მრჩეველს სადღა ვიპოვი?
მცირეოდენი დუმილის შემდეგ,ანაქსაგორამ პერიკლეს საკმაოდ გონიერი პასუხი გასცა:
- ვისაც სანათი ლამპა სჭირდება,მასში ზეთის ჩასხმაც არ უნდა დაეზაროსო! – მიუხედავად ამისა,მან მოსწავლის რჩევა გაითვალისწინა და შიმშილობა შეწყვიტა.
P.S. აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული ფაქტიდან მალევე,ანაქსაგორა დაპატიმრებულ იქნა პერიკლეს საკმაოდ გავლენიანი ოპონენტების მიერ,საყოველთაოდ დადგენილი რელიგიური ნორმების უარყოფის ბრალდებით.სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.საყვარელი მასწავლებლისადმი გამოტანილი განაჩენის შეცვლისათვის კი,პერიკლემ მთელი თავისი ორატორული ნიჭი და თითქმის მთელი ქონება გაიღო.მისმა უდიდესმა ძალისხმევამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ანაქსაგორას სასიკვდილო განაჩენი გადასახლებით შეუცვალეს.შესაბამისად,იგი იძულებული გახდა ათენიდან გადახვეწილიყო და თავი იონიისათვის შეეფარებინა,სადაც ძვ.წ.აღ-ით 428 წელს გარდაიცვალა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)