კონსტანტინე გამსახურდია წერდა…
“კრიზისებიო? ხანდახან მაქვს,ხელი შეჩერდება,წერაზე გული ამეყრება,წავალ,ცხენზე შევჯდები,ვინადირებ,ან სპორტით გავერთობი.ხანაც ლამაზმანებს ავიყოლიებ და კონცერტს მოვისმენ სადმე.მომიგროვდება ენერგია,შეწყვეტილ ხელნაწერს ისევ გადმოვიღებ,მივადგები კატასტროფის ადგილს და სამშვიდობოს გავალ.როცა შემოქმედებითი მუშაობით გართული ვარ,ქალთა სიახლოვეს გავურბივარ (გავოცდი,როცა სვანმა მონადირეებმა მიამბეს ერთხელ: ჯიხვზე სანადიროდ წასვლის წინ მთელი კვირა ქალს არ მივეკარებითო).ამ დროს ვცდილობ,საზოგადოებაში ყოფნას და ღვინის სმას თავი ავარიდო”. (ავტორი გენია.ჯი)