ფომალჰაუტი

ფომალჰაუტი – წარმოადგენს ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედის  -”სამხრეთის თევზის” ყველაზე ბრწყინვალე და კაშკაშა ვარსკვლავს.მისი სახელწოდება არაბული ენიდან თარგმანით – “ვეშაპის პირს” აღნიშნავს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფომალჰაუტის არსებობის შესახებ ცნობები კაცობრიობას (ჩინელებს,სპარსებსა და არაბებს) უძველესი ეპოქებიდან გააჩნდა და დადასტურებული ფაქტია,რომ იგი ჯერ კიდევ ისტორიამდელ პერიდში იყო იდენტიფიცირებული. (ავტორი გენია.ჯი) არსებობის მანძილზე,მას უამრავჯერ შეუცვალეს სახელი.ერთ-ერთი არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად დადასტურდა,რომ სპარსეთში აღნიშნულ ვარსკვლავს ძვ.წ.აღ-ით 2 500 წელს რიგ რიტუალურ ღონისძიებების საწარმოებლად “გამოიყენებდნენ”.მათ შორის იმ რიტუალებშიც,სადაც სხვა სამი სამეფო ვარსკვლავიც “მონაწილეობდა”.შუა საუკუნეების ვედურ რიტუალებში,ფომალჰაუტს “დაცემულ ანგელოზად” და “ჩრდილოეთის კარის მეოთხე მცველად” მოიხსენიებდნენ.მას ასტრონომები A 3 კლასს მიაკუთვნებენ.იგი დედამიწიდან 25 სინათლის წლით არის დაშორებული,ანუ 7,7 პარსეკზე (სიგრძის ერთეული,რომელიც გამოიყენება მანძილის გასაზომად ასტრონომიაში). 2000 წლის მარტამდე,ფომალჰაუტი ალფა ერიდანასთან ერთად ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად მიიჩნეოდა ასტრონომიულ სფეროში (დღესდღეობით ამ ფუნქციას,”მორიელის თანავარსკვლავედში” მდებარე – ანტარესის ვარსკვლავი ასრულებს).ფომალჰაუტის ასაკი 200-300 მილიონი წლით განისაზღვრება,რის გამოც,მას ახალგაზრდა ვარსკვლავის სტატუსი აქვს მინიჭებული.როგორც ვარაუდობენ,მისი არსებობის ვადა კიდევ ერთი მილიარდი წელიწადი იქნება.ვარსკვლავზე ტემპერატურა 8 500 გრადუსს შეადგენს კელვინის შკალით.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მისი მასა მზის მასაზე 2,3-ჯერ,სიკაშკაშე 16- ჯერ,ხოლო რადიუსი კი 1,83-ჯერ დიდია.ასწტრონომთა უკანასკნელი კვლევების მიხედვით,ფომალჰაუტი ფართო სამმაგ ვარსკვლავთა სისტემაში შედის.იგი გარშემორტყმულია კოსმოსური მტვერითა და ნაგვით,რომელსაც ტოროიდალური ფორმა აქვს და ძალიან წააგავს გიგანტური თვალს ღია კოსმოსში.ფომალჰაუტის ეს უზარმაზარი დისკო,ორჯერ აღემატება მთელ ჩვენს მზის სისტემას.ფომალჰაუტზე (ისვე,როგორც სხვა უამრავ ვარსკვლავებზე) დაკვირვებას ასტრონომები დღემდე აქტიურად განაგრძობენ. (ავტორი გენია.ჯი)