“ინციდენტი კუნძულ ნიიჰაუზე”
1941 წლის 7 დეკემბერს,იაპონიის საიმპერატორო ფლოტილიამ თავდასხმა განახორციელა ჰავაის კუნძულებზე,კერძოდ პერლ-ჰარბორზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე,რასაც მრავალ ამერიკულ ხომალდთან ერთად 2500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეც შეეწირა.არის მოსაზრება,რომ აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმკვლელ-პილოტებს ოპერაციიდან უკან დაბრუნების არანაირი გეგმა არ გააჩნდათ,რაც არ შეეფერება სიმართლეს.იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა კარგად ათვითცნობიერებდა იმას,რომ თავდასხმის შემდეგ მათი მრავალი საბრძოლო თვითმფრინავი დაზიანდებოდა,რაც მათ უკან,ავიამზიდებზე დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო,დაგეგმილ იქნა დაზიანებული თვითმფრინავების ნიიჰაუს კუნძულზე დასმა,რომელიც პერლ-ჰარბორიდან სულ რაღაც 30 საფრენი წუთის მანძილით იყო დაშორებული.იაპონელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა,ნიიჰაუ იმიტომ აირჩიეს დაზიანებული თვითმფრინავების დაშვების ადგილად,რომ იგი სრულიად უკაცრიელი იყო,რაც მათ ტყვედ აყვანას ადგილოვებრივი მოსახლეობისაგან გამორიცხავდა.გარდა ამისა,კუნძულის ფლორა თავისშეფარებისა და შენიღბვის შესანიშნავ საშუალებას იძლეოდა,რაც ცოცხლად გადარჩენის იმედს უტოვებდა იმ იაპონელ პილოტებს,რომელთა თვითმფრინავებიც დანიშნულების ადგილას ვერ დაბრუნდებოდა.მათ გათვლილი ჰქონდათ,რომ მოგვიანებით წყალქვეშა ნავების საშუალებით ნიიჰაუდან თავიანთ პილოტებს საიდუმლოდ გაიყვანდნენ.აღნიშნული გეგმის შესაბამისად,პერლ-ჰარბორის ოპერაციაში მონაწილე იაპონელ პილოტებს მიეცათ მითითება,რომ თუკი ისინი შორეულ ადგილებში განლაგებულ ავაიმზიდებამდე ვერ მიაღწევდნენ,კურსი კუნძულ ნიიჰაუსაკენ აეღოთ და იქ დალოდებოდნენ მაშველ ძალებს.იაპონელთა გეგმა,მართლაც რომ შესანიშნავი იყო,თუმცა მათდა საუბედუროდ სცენარი ძალიან ცუდად განვითარდა,რადგან პერლ-ჰარბორიდან ნიიჰაუმდე მიღწევა არც თუ ისე მარტივად შესასრულებელი გამოდგა და მასზე მხოლოდ ერთადერთმა იაპონელმა პილოტმა მოახერხა თვითმფრინავის მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დასმა.გარდა ამისა,იაპონელები შეცდნენ იმაშიც,რომ კუნძული დაუსახლებელი და სრულიად უკაცრიელი იყო.იმ პერიოდისათვის,ნიიჰაუ – ეიმელ რობინსონის კუთვნილებაში იმყოფებოდა (მისმა წინაპრებმა კუნძული 1864 წესლ ჰავაის მეფისა და მმართველის კამეამეა V-გან შეიძინეს),თუმცა ის იქ არ ცხოვრობდა და მას კუნძულ კაუაიდან “მართავდა”.ცნობილია ისიც,რომ რობინსონი ძალიან იშვიათად აძლევდა უფლებას უცხოელებს კუნძულზე სტუმრობისა,თუმცა ნიიჰაუზე მცირე რაოდენობით,თუმცა მაინც ცხოვრობდნენ ჰავაელი ადგილობრივი მოსახლეები.
ნიიაჰუზე ავარიული დაშვება ერთადერთმა იაპონელმა პილოტმა – სიგენორი ნაშიკაიჩიმ მოახერხა.მის დაშვებას თვალი მიადევნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ,სახელად – გავილა კალეოჰანომ,რომელმაც ისევე,როგორც კუნძულზე მაცხოვრებელმა სხვა ადამიანებმა არაფერი იცოდნენ პერლ-ჰარბორში მომხდარი დიდი ტრაგედიის შესახებ.თუმცა კარგად უწყოდა ის,თუ რა პრობლემები არსებობდა იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.ავარიული დაშვების დროს,სიგენორიმ რიგი ტრამვების შედეგად გონება დაკარგა.გონებადაკარგულ პილოტს კი კალეოჰანომ დოკუმენტები და იარაღი ჩამოართვა.მიუხედავად იმისა,რომ იაპონელი პილოტი გონს მოვიდა,მათ შორის კონტაქტი მაინც ვერ შედგა,რადგან გავილამ იაპონური ენა არ იცოდა,ხოლო სიგენორი კი მის მშობლიურ ჰავაურ ენაზე ვერ საუბრობდა.
გასათვალისწინებელია ის,რომ ნიიჰაუზე გარდა ადგილობრივებისა ცხოვრობდა ერთადერთი იაპონური წარმომავლობის მქონე ცოლ-ქმარი – იოშიო და ირენ ჰარადები,რომლებიც რაღა თქმა უნდა კარგად ფლობდნენ იაპონურ ენას. (ავტორი გენია.ჯი) სიგენორიმ მათ მოუყვა ჰერლ-პარბორზე თავდასხმის ისტორია,რის შემდეგაც ერთად გადაწყვიტეს,რომ ამის შესახებ ჰავაელებისათვის არაფერი ეცნობებინათ.ნიიჰაუს მაცხოვრებლებმა,რომლებიც არ იყვნენ ინფორმირებული რამდენიმე საათის წინ მომხდარი თავდასხმის შესახებ,გადაწყვიტეს იაპონელი სტუმრის საპატივცემულოდ წვეულება გაემართათ,თუმცა იმავე საღამოს რადიოს მეშვეობით შეიტყვეს ყოველივე და დაადგინეს ის ზუსტი მიზეზიც,თუ რატომ ეწვია იაპონელი პილოტი მათ მშობლიურ კუნძულს.ჰავაელებმა იმთავითვე გადაწყვიტეს იაპონელის რობინსონისათვის გადაცემა და მას დაცვა მიუჩინეს.თუმცა კუნძულის მეპატრონე ჯერ არსად ჩანდა.რობინსონის ესოდენ დიდი ხნით ნიიჰაუზე ჩაუსვლელობის მიზეზი გახლდათ ის,რომ ამერიკულმა სამხედრო ფლოტმა სრულად გადაკეტა პერლ-ჰარბორის ახლოს მყოფი მთელი საზღვაო პერიმეტრი.რობინსონის ჩამოუსვლელობით შეწუხებულმა ადგილობრივებმა,იაპონელი ტყვე,ჰარადების ქოხში გადაიყვანეს და ხუთ კაციანი დაცვაც მიუჩინეს.დაცვის წინააღმდეგ,ჰარადამ და ნაშიკაიჩიმ შეთქმულება მოაწყვეს და ისინი გაანეიტრალეს,რა დროსაც ხელში ჩაიგდეს ორი პისტოლეტი. 12 დეკემბრის საღამოს,ადგილობრივებმა გაქცეული იაპონელების ძებნა დაიწყეს.გაქცეულები კი,თავის მხრივ კალეოჰანოს ეძებდნენ,რათა მისთვის პილოტისათვის ჩამორთმეული დოკუმენტები წაერთვათ.კალეოჰანომ,რომელიც გრძნობდა იაპონლეთაგან მოსალოდნელ საფრთხეს,დოკუმენტები თავის ნათესავს გადასცა,თავად კი ნავის საშუალებით კუნძული დატოვა. 10 საათიანი მოგზაურობის შემდეგ,მან რობინსონის ადგილსამყოფელს მიაღწია.მანამდე კი,იაპონელებმა მისი სახლ-კარი გადაწვეს და – ელა კანახელე,როგორც ერთ-ერთი კოზირი,მძევლად აიყვანეს.მის ქმარს – ბენს კი უბრძანეს,რომ კალეოჰანო მისთვის მიეგვარათ.ბენმა კარგად უწყოდა,რომ კალეოჰანომ კუნძული დატოვა,თუმცა იმისათვის რომ დრო მოეგო,მის უშედეგო ძებნას შეუდგა.ჰარადამ ადგილობრივებს განუცხადა,რომ რობინსონის გამოჩენამდე იაპონელი პილოტი ყველას მოკლავდა,რამაც ადგილობრივების მიერ ნაშიკაიჩიზე და ცოლ-ქმარ ჰარადებზე თავდასხმა გამოიწვია.ჩხუბის დროს მოკლულ იქნა იაპონელი პილოტი; იოშიომ სიცოცხლე იარაღის გამოყენებით თვითმკვლელობით დაასრულა,ხოლო ირენ ჰარადა ტყვედ იქნა აყვანილი.კუნძულის მესაკუთრე რობინსონი,ადგილზე აღნიშნული მოვლენიდან მეორე დღეს ჩავიდა.კუნძულის ერთადერთი გადარჩენილი იაპონელი მაცხოვრებელი დაკავებულ იქნა.
ნიიჰაუს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ამერიკელებისათვის მალევე გახდა ცნობილი და მრავალ ჟურნალ-გაზეთშიც დაიბეჭდა.იაპონელი პილოტის მკვლელ – ბენ კანაჰელეს გაწეული სიმამაცისათვის მადლობა გადაუხადეს და სახელმწიფო მედლითაც დააჯილდოეს.ირენ ჰარადას კი ორწელიწადნახევარი ციხე მიუსაჯეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთგზის 1 მილიარდ დოლარიანი შეთავაზებისა,კუნძულ ნიიჰაუს გაყიდვაზე რობინსონები უარს აცხადებენ და იგი დღემდე მათ მფლობელობაში რჩება. (ავტორი გენია.ჯი)
სიგენორი ნაშიკაიჩი