გრიგოლ ლორთქიფანიძის წერილი – სტალინს!

“დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ.რომის ტრიუმფებში მონაწილეობდა საგანგებო მონა,რომელიც დიდ გამარჯვებულს შეახსენებდა მის ცალკეულ შეცდომებსა და ბედის ცვალებადობას.შუა საუკუნეების რუს მეფეებს კრიტიკოსებად სალოსები ჰყავდათ.

არ ვდგავარ რა ტრიუმფატორის უავგუსტესი ეტლის ძარის უკან სატერფულზე და არც კარის სალოსი გახლავართ,მაგრამ მაინც მივცემ ჩემს თავს უფლებას,რომ შევიტანო ერთგვარი დისონანსი (სულერთია,მას მაინც არავინ გაიგონებს) იმ ხოტბა-დიდების ქოროში,რომელიც გარს გახვევიათ თქვენი ნახევარი საუკუნის დღეს. (ავტორი გენია.ჯი) რაც შეეხება ჯანმრთელობას,დღეგრძელობას და ასე შემდეგ,ბევრი ჩვენგანი მათ გულწრფელად გისურვებთ,მაგრამ მინდა შეგახსენოთ,რომ თქვენს იუბილეს დაემთხვა ორი უმნიშვნელოვანესი,აღმაშფოთებელი წინააღმდეგობრიობა და თქვენ მიერვე შექმნილი ისტორიული ფაქტი ეროვნული პოლიტიკის სფეროდან: ტაჯიკებისათვის მოკავშირე რესპუბლიკის უფლებების მიცემა და იმავდროულად,საქართველოს,სომხეთისა და აზერბაიჯანის ავტონომიის ნიშანთა საბოლოო ლიკვიდაცია და მათი გადაქცევა რუსულ საბჭოთა საადგილმამულოდ,კრინიცკის მეთაურობით.
საუკეთესო საიუბილეო მისალმებებთან ერთად ვისურვებდი,რომ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები საბოლოოდ არ დაგატყვევოთ რუსული კრემლის ისტორიულმა აჩრდილებმა და რომ მოსკოვის დიდმპყრობელობამ მეტად ვერ შეძლოს ინტერნაციონალიზმის დიადი იდეის მეწამულ ტოგაში გახვევა.” (ავტორი გენია.ჯი) 
 
მოსკოვი,კრემლი; სტალინს – გრიგოლ ლორთქიფანიძე