მიხეილ ჯავახიშვილის მოსაზრებები…
1. “ხალხთა უეჭველ ჭიდილში ქართველ ხალხს ებრაელთა უკვდავება და ჭიანჭველას ძალა აღმოაჩნდა.ვინც ჩვენი შეჭმა დააპირა,ჩვენი შხამით მოიწამლა”.
2. “მოწყვეტას მიწისაგან აუცილებლად მოსდევს ერის სულიერი ძალების მოდუნება და შემოქმედების დაქვეითება.ვისაც მიწის ალღო დაუჩლუნგდა და რეალობის გრძნობა დაეკარგა,იმას ხერხემალიც მოერღვა და კუნთებიც მოეშალა.ხოლო უძვლო და უსისხლო სხეული უეჭველად განწირულია.რეალობის მძლავრი გრძნობა და მიწის გაბასრული ალღო ხელოვნებისათვის და ხალხისათვისაც უებარი დუღაბია – მათის სულისა და სხეულის გამფოლადებელი”.
3. “ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს,ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “ბედნიერია,ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა”.
5. “დასასრული სიძნელის მხრივ დასაწყისს არ ჩამოუვარდება”.
6. “ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე”.
7. “ავტორი ყველა მკითხველზე უფრო ულმობელი და ჟინიანი მკითხველია და ამიტომ ის თვითონვე უნდა იყოს დასასრულის კმაყოფილი”.
8. “ბერძენმა ფილოსოფოსმა ზენონ ელეველმა სთქვა: ჩემი მოძმეთა კილვა რომ არა მწყინდეს,არც მათი ქება გამიხარდებოდაო”.
9. “დღევანდელი თაობის სულიერი შემოქმედება არარაობას უდრის!” (ავტორი გენია.ჯი)
10. “თუ ერმა ოც საუკუნეში მართლა ვერაფერი შეჰქმნა და მეოცდაერთში განგაში ასტეხა – ეხლა კი მთელ ქვეყანას გავაოცებო,ნუ დაუჯერებთ.დამჩატებულს,გაბეწრებულსა და გამოწურულ ხალხს აზრის შეცვლა ვეღარაფერს უშველის”.