სოკრატეს ფილოსოფიიდან…

“მართლაცდა,ხომ საშინელება იქნებოდა,ღმერთები ჩვენს ძღვენსა და შესაწირავს რომ აქცევდეს ყურადრებას და არა სულს, – ღვთისმოსავი და სამართლიანია თუ არა იგი? ჩემის აზრით,ისინი გაცილებით მეტ ანგარიშს უწევენ ამას,ვიდრე იმ დიდებულ ძღვენსა თუ მსხვერპლს,რაც თამამად შეუძლიათ ყოველ წელს შესწირონ ღმერთებს თვით იმ კერძო პირმაც და მთელმა ქალაქმაც,ათასგზის რომ შეუცოდავთ ღმერთთა და კაცთა წინაშე.მაგრამ ღმერთები მექრთამენი როდი არიან და ზიზღით უარყოფენ ყოველივე ამას,როგორც ბრძანებს ღმერთიცა და ღმერთის წინასწარმეტყველიც.

ღვთისმსახურება გარეგნული კულტი,საზეიმო რიტუალები,მდიდრული ჰეკატომბები,გულუხვი შესაწირვები კი არ არის,არამედ სიკეთის ცოდნით,სიბრძნით,სიწმინდითა და სამარათლიანობით შემკული სულის შინაგანი მიმართება სამყაროს გამრიგისადმი.მხოლოდ ამნაირ სულსა აქვს იმის უფლება,რომ მსხვერპლი შესწიროს ღმერთს და ილოცოს მის მიმართ,ვინაიდან ბიწით შესვრილი სულის მსხვერპლშეწირვაცა და ლოცვა-ვედრებაც სრულიად ფუჭია.კეთილ კაცს დიახაც შეჰფერის,სასიკეთოდ წაადგება და რგებს ბედნიერი ცხოვრების გულისთვის მსხვერპლი შესწიროს ღმერთებს და ლოცვებით,შესაწირავებითა თუ ყველა სხვაგვარი მსახურების გზით ურთიერთობა დაამყაროს მათთან: მას მართლაც რომ შეშვენის ეს.უკეთური კაცის საქმე კი,თვით მისივე ბუნების გამო,პირიქითაა,ვინაიდან ამნაირი კაცის სული უწმინდურია,კეთილისა კი – წმინდა.ხოლო მწიკვლთ შესვრილი სულის შესაწირავს არც კეთილი კაცი უნდა იღებდეს და არც ღმერთი.ამიტომაც უღმერთო კაცის ღვთისმსახურება ფუჭია და ამაოა,ღვთისმოსავისა კი – ფრიად მართებული”. (ავტორი გენია.ჯი)