აფრიკული ჰიდნორა
აფრიკული ჰიდნორა – წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფორმის მქონე პარაზიტ-მცენარეს ჩვენს პლანეტაზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სიტყვა – “ჰიდნორა”,ბერძნული ენიდან თარგმანით – “სოკოს” აღნიშნავს და აღნიშნული სახელი მას,რიგი სახეობების სოკოებთან მსგავსების გამო უწოდეს.მისი გავრცელების უმთავრესი არეალი აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილი და კუნძული მადაგასკარი გახლავთ.ცნობილია,რომ მისი აღმოჩენა იმ რეგიონებშიც კი რთულად მისაღწევია,სადაც ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული,რადგან სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწის ქვეშ ატარებს და მიწის ზემოთ (10-15 სანტიმეტრზე),მხოლოდ ხანგრძლივი წვიმის სეზონების შემდეგ ამოდის (ამავე პერიოდში იწყებს “გაფოთვლასაც”).როგორც ზემოთ ავღნიშნე,ეწევა პარაზიტული ცხოვრების წესს და ბინადრობს სხვადასხვა სახეობის ტროპიკული ხეების ფესვებში.მისი მსხვილი და ფართო ყვავილის ფურცლების შიდა მხარე ღია-ნარინჯისფერია. (ავტორი გენია.ჯი) ყვავილების ფურცლების კიდეები კი უამრავი ეკლით არის დაფარული.შეკუმშული ფორმის მქონე ყვავილი თანადათანობით იწყებს გაშლას: თავდაპირველად მისი შუა ნაწილი იშლება,ხოლო შემდეგ სრულად.შეიაცავს მეტად უსიამოვნო სუნს,რაც მრავალ მწერს იზიდავს.მიზიდული მწერებით კი იკვებება.აფრიკული ჰიდნორა – არა მარტო პარაზიტი,არამედ “ხორცისმჭამელი მტაცებელი მცენარეცაა”.მიუხედავად,მისი სპეციფიკური სუნისა და იერისა,აღნიშნული სოკო დიდი “მოთხოვნილებით” სარგებლობს იმ ფაუნის წარმომადგენლებს შორის,სადაც არის გავრცელებული.კერძოდ,აღნიშნული სოკოთი იკვებებიან – ტურები,მელიები,ბაბუინები და სხვა გარეული ცხოველები.გარდა ცხოველებისა,მას საკვებად იყენებენ აფრიკული ტომის სხვადასხვა ხალხები – ბუშმენები,სამალიელები და სხვები.ცნობილია,რომ აფრიკული ჰიდნორას ყვავილებსა და ფესვებს ისინი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდაც გამოიყენებენ.შესაბამისად,საოცარი ფრომის მქონე პარაზიტ-მცენარეს – აფრიკულ ჰიდნორას,უდიდესი დანიშნულება ენიჭება არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის,არამედ რიგი ფაუნის წარმომადგენლებისთვისაც. (ავტორი გენია.ჯი)