პირამუსისა და თისბას სიყვარულის ტრაგიკული ლეგენდა
პირამუსისა და თისბას სიყვარულის ტრაგიკული ლეგენდა - ძალიან ჩამოჰგავს გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის მიერ დაწერილი “უკვდავი” ტრაგედიის – “რომეოს და ჯულიეტას” ისტორიას.უდიდესი ძველრომაელი პოეტის – პუბლიუს ოვიდუს ნაზონის (ჩვ.წ.აღ-მდე 43 – ახ.წ.აღ-ით 18 წლები) გადმოცემის თანახმად,პირამუსი და თისბა წარმოადგენდა იმ ბაბილონელ შეყვარებულ წყვილს,რომელთა უდიდესი სიყვარულის და შესაბამისად ქორწინების წინააღმდეგ უმკაცრესად გამოდიოდა ერთმანეთის მეზობლად მაცხოვრებელი შეყვარებული წყვილის ოჯახები.მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა,ისინი ერთმანეთთან შეხვედრას საიდუმლოდ მაინც ახერხებდნენ.მათ ერთ დღეს გადაწყვიტეს,რომ გვიან ღამით ქალაქის კედლებთან გარე მდგომი დიდი თუთის ხესთან (ნაკადულის პირას) შეხვედროდნენ ერთმანეთს. (ავტორი გენია.ჯი) პირველი პაემანზე თისბა (შეყვარებული გოგონა) მივიდა და მთელი სულგრძელობით ელოდა დაგვიანებულ შეყვარებულს.სწორედ ამ დროს გამოჩნდა მის სიახლოვეს სისხლით შეღებილი,საშინელი იერის მქონე ძუ ლომი,რომელსაც ეს-ეს იყო ხარი ჰყავდა დაფლეთილი.შეშინებულმა ქალმა,გამხეცებული მტაცებლისაგან თავის დაღწევა გაქცევით მოახერხა,თუმცა ბეჭებზე შემოხვეული ცვირსახოცი ჩამოუვარდა,რომელზეც შემდგომ ლომმა თავისი სიხლიანი კვალი დატოვა.რამდენიმე ხანში,პაემნის ადგილას პირამუსიც გამოცხადდა,რა დროსაც იპოვნა სატრფოს გასისხლიანებული ცვირსახოცი.მან,იმთავითვე მიიჩნია,რომ თისბა მოკლული იყო და უზომო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა გულში მახვილი ჩაიცა,რის შემდეგაც უმალვე ადგილზე გარდაიცვალა.როგორც ამბობენ,მისმა სისხლმა სამარადჟამოდ შეღება ალისფრად თუთიის ნაყოფი.საფრთხის აცილების შემდეგ,იმავე ადგილზე თისბაც მივიდა და რა იხილა მახვილით განგმირული პირამუსი,თავადაც მახვილზე წამოეგო.
V საუკუნის დიდი ძველბერძენი ეპიკური ჟანრის პოეტის – ნინუს პანოპოლიტანელის პოემის მიხედვით,უზომოდ შეყვარებული და ერმანეთისათვის თავგანწირული წყვილისაგან შემდგომში წარმოიშვა მდინარე,რომელსაც ადრეულ წლებში – პირამუსის მდინარედ მოიხსენიებოდნენ,ხოლო დღესდღეობით კი – ”ჯეიჰანის მდინარეს” უწოდებბენ (მიედინება თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე).
აღნიშნული ლეგენდა ანტიკურ ხანაში იშვიათად მოიხსენიებოდა.განსაკუთრებული პოპულარობა მან,მხოლოდ ადრეული რენესანსის პერიოდში მოიპოვა.ყველაზე მეტად,პირამუსისა და თისბას ლეგენდის დრამატულ სიუჟეტებს მხატვრები გამოსახავდნენ. XVIII საუკუნის დიდმა ფრანგმა მწერალმა – თეოფილე დე ვიომ,აღნიშნულ ისტორიას ტრაგედიული ჟანრის ნაწარმოები – “პირამუსი და თისბა” მიუძღვნა.გამოჩენილმა გერმანელმა კომპოზიტორმა – იოჰან ადოლფ ჰასემ კი 1786 წელს იმავე სახელწოდების ოპერა დაწერა. 1866 წელს კი,ერთ-ერთ ასტეროიდს – “თისბას” სახელი უწოდეს.
პირამუსისა და თისბას გასაოცარი სიყვარულის ლეგენდა,დღემდე სამაგალითოა უამრავი შეყვარებული წვილისათვის. (ავტორი გენია.ჯი)