მაურიციო ჯულიანო – “გინესის რეკორდსმენი მოგზაური”
მაურიციო ჯულიანო - დაიბადა 1975 წლის 24 თებერვალს იტალიაში.იგი წარმოადგენს იტალიელ მწერალს,ჟურნალისტსა და მსოფლიოში ცნობილ მოგზაურს,რომელიც “გინესის რეკორდების” წიგნში მოხვდა 2004 წელს,რადგან ერთადერთი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია დღემდე,რომელმაც დედამიწაზე არსებული ყველა “სუვერენული სახელმწიფო” მოიარა,მათ შორის საქართველო.ჯულიანოს მამა პროფესიით იურისტია,ხოლო დედა დიასახლისი.საშუალო განათლება მილანისა და მანჩესტერის სკოლებში მიიღო.ხოლო უმაღლესი განათლება კი ოქსფორდის უნივერსიტეტში,სადაც ფილოსოფია,პოლიტოლოგია და ეკონომიკა შეისწავლა. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალიზირება კი ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაიარა,რა დოსაც მას კემბრიჯის უნივერსიტეტმა “მაგისტრის” ხარისხი მიანიჭა.1998 წელს ჯულიანო ჩილეს დედაქალაქში – სანტიაგოში მდებარე,სოციალური კვლევების ცენტრის თანამშრომელი ხდება და ამავე პერიოდს უკავშირდება,მის მიერ კუბას შესახებ ორი წიგნის დაწერა.მოგვიანებით მუშაობა დაიწყო “გაეროს” წარმომადგენლად,საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურაში,რა დროსაც მას მისიების შესრულება მოუწია – ავღანეთში,პაკისტანში,ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში,სუდანში,ჩადში და კამერუნში.ხოლო,როგორც ჟურნალისტმა,იმუშავა მიანმარსა და აღმოსავლეთ ტიმორში.”გინესის რეკორდების წიგნის” ინფორმაციის მიხედვით – მაურიციო ჯულიანოს 2004 წლის 20 თებერვლის მონაცემებით,შემოვლილი ჰქონა იმ პერიოდისათვის მსოფლიოში არსებული აბსოლუტურად ყველა “სუვერენული სახელმწიფო”,რომელთა რაოდენობა 193-ს შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც,თავად “დიდი მოგზაური” ამბობს,ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩრდილოეთ კორეაში შეღწევა.მრავალი თხოვნის შემდეგ,საბოლოოდ ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მას უფლება მისცა ქვეყანაში შესვლისა.ვიზის მიღებამ კი საკმაოდ დიდი დრო წაიღო.უკანასკნელი ქვეყანა,რომელსაც იგი ესტუმრა,გახლავთ სურინამი.სულ მაურიციო ჯულიანო მოგზაურობებისას 42 პასპორტი გამოიცვალა.თავისი მოგზაურობების და თავგადასავლების შესახებ კი არაერთი საკმაოდ საინტერესო წიგნი დაწერა.