ჯორჯ უოკერ ბუშის და მისი ოჯახის საყვარელი კატა – “ინდია”

“ინდია” - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც “ვილი”,წარმოადგენდა ამერიკის რიგით 43-ე პრეზიდენტის (2001-2009 წლები) – ჯორჯ უოლკერ ბუშის და მისი ოჯახის უსაყვარლეს კატას.იგი დაბადებულ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 1990 წელს და ბუშების ოჯახში 20 წლამდე პერიოდის მანძილზე იცხოვრა.“ინდია” გახლდათ ამერიკული მოკლებეწვოვანი ჯიშის შავი ფერის კატა,რომელიც ბუშების ოჯახმა შეისყიდა მათი ტყუპი შვილების – ბარბარასა და ჯენასათვის,მაშინ როდესაც ისინი მხოლოდ 9 წლის იყვნენ.როდესაც ბავშვებმა სწავლა კოლეჯში დაიწყეს “ინდია” ლორა და ჯორჯ ბუშებთან დარჩა.მოგვიანებით ლორა ბუში იტყვის: “ინდია – ჩემი უსაყვარლესი აღსაზრდელი იყოო”.

2001 წელს “ინდია” ბუშების ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ტეხასის რანჩოდან “თეთრ სახლში” გადაბარგდა.მეორე კატა – ერნი,რომელსაც ბუშებმა სახელი დიდი ამერიკელი მწერლის – ერნესტ ჰემინგუეის საპატივცემულოდ უწოდეს,არ წაიყვანეს რადგან ის ხშირად აფუჭებდა კლანჭებით ავეჯს.ამის გამო კი იგი ბრენტვუდში,მეგობრების ოჯახს მიაბარეს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ინდიას” ბრჭყალები მოჭრილი ჰქონდა,რის გამოც “თეთრი სახლი”-ს ძვირფას ავეჯს დაზიანება არ ემუქრებოდა.როდესაც ჯორჯ ბუში ინდიას – ერნის ადარებდა,ამბობდა,რომ “ერნი ბევრად უფრო თავისუფალი სულის კატა იყო,ვიდრე ინდია და ინდია ერნისაგან მეტად მშვიდი ბუნებით გამოირჩეოდა”.მრავალი კრიტიკოსი კატაზე “ინდიას” დარქმევას შეურაცმყოფელად მიიჩნევდა.2001 წელს ბჰარატია ჯანას პარტიამ ინდოეთისა,ამერიკის საელჩოსთან დიდი მიტინგი ჩაატარა მუმბაიში,სადაც გამოფენილი იყო პლაკატები,რომლებზეც ეწერა: “ბატონო პრეზიდენტო,არ დაუშვათ შეცდომა.ინდოელები კატები არ არიან,ისინი მხოლოდ – ლომები არიან!” მომიტინგეები მოითხოვდნენ “თეთრი სახლი”-ს ოფიციალური საიტიდან  ბუშების უსაყვარლესი კატის “ინდიას” ფოტოების წაშლას.მათ ამის გამო ჯორჯ ბუშს “ლეკვი” უწოდეს და სხვებსაც მოუწოდებდნენ,რომ ბუშისათვის ამავე სახელი ეწოდებინათ.ინდოელთა საპროტესტო მიტინგები ასევე გაიმართა კალკუტაში ამერიკის საკონსულოსთან,სადაც მათ ხელში ეკავათ თეთრი ფერის კატები,რომელთაც ჯორჯ ბუშად მოიხსენიებდნენ.2004 წელს ინდოეთის მოსახლეობამ ბუშების კატის სახელი ეროვნულ შეურაცყოფად გამოაცხადა და მიტინგებზე,დემონსტრაციულად დაიწყო ჯორჯ ბუშის ფიტულების დაწვა.მუმბაიში მდებარე ამერიკის საელჩო კი თავს იმით იმართლებდა,რომ სახელწოდება “ინდია”,მას ამერიკელ ინდიელთა შავი მელნისაგან ეწოდა,რადგან თავად კატაც ასეთივე მუქი შავი ფერის იყო.თავად “თეთრი სახლი”-ს ოფიციალურ საიტზე კი დაიდო განმარტება,სადაც ახსნილი იყო “ინდიას” სახელის წარმომავლობა და იგი დაკავშირებული იყო,ცნობილი ამერიკელი ბეისბოლისტის და ტეხას რეინჯერსის მოთამაშის – რუბენ სიერას საპატივცემულოდ,რომელსაც ზედსახელად “ელ-ინდია” ერქვა და რომელსაც დიდად გულშემატკივრობდა ჯორჯ ბუში. (ავტორი გენია.ჯი) სინამდვილეში სახელი “ინდია” კატას ლორასა და ჯორჯის ქალიშვილმა ბარბარამ უწოდა.გარდა “ინდიასი”,მას ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – “ვილი”.როდესაც ლორა ბუშს,მეუღლის გუბერბატორობისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა თუ რატომ ერქვა მეორე სახელი კატას,მან მიუგო: “ეს ტეხასია და აქ ყველას აქვს თავისი მეტსახელი.ამიტომ გუბერნატორსაც შეუძლია მეტსახელით მოიხსენიოს,თუნდაც კატა.”ამასთანავე ლორა ბუშმა აღნიშნა,რომ “ინდიას” ხშირად “ვილის” სახელით მიმართავენ,რადგან პირველი სახელის წარმოთქმა არც თუ ისე მოსახერხებელიაო.მიუხედავად იმისა,რომ ინდია “თეთრ სახლში” ცხოვრობდა პატრონთან ერთად,იგი მაინც ბუშების ოჯახის უსაყვარლესი შოტლანდიური ტერიერების (ბარნლი და მის ბიზლი) “ჩრდილში” იყო მოქცეული.ამის გამო “ინდია” ფაქტიურად მეორე პლანზე იყო გადასული.ლორა ბუში ამბობდა,რომ “ინდია” “თეთრი სახლი”-ს მაღალ სართულზე ცხოვრობდა და ეს იყო მიზეზი იმისა,რომ პრესა ხშირად ვერ აფიქსირებდა მას.
როდესცა ბუშების ოჯახმა “თეთრი სახლი” დასტოვა,”ინდია” უკვე მკვდარი იყო,რადგან იგი 2009 წლის 4 იანვარს 18 წლის ასაკში მოკვდა.ბუშების ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში,”ინდიას” გარდაცვალების შესახებ ეწერა:
“ინდია წარმოადგენდა ბუშების ოჯახის უსაყვარლეს წევრს,ოცი წლის მანძილზე.იგი თითოეული ჩვენი ოჯახის წევრს ძალიან დააკლდება”.
ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდგომ “თეთრი სახლის” ოფიციალური ვებ-გვერდიდან სრულად იქნა აღებულ “ინდიას” ყველა ფოტო.