რაფსოდები

რაფსოდები – წარმოადგენდნენ ძველბერძენ მოხეტიალე მომღერლებს,რომლებიც აგროვებდნენ და ასრულებდნენ  ეპიკურ სიმღერებს.გარდა ამისა ისინი იყვნენ,უპირატესად,გენიალური ჰომერორის პოემების შემსრულებლები – რეჩიტატორები.თითქმის არც ერთი ლოკალური თუ პალენილური (ზოგადბერძნული) რელიგიური დღესასწაული არ იმართებოდა რაფსოდთა მონაწილეობის გარეშე.ისინი თვით საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ ბრბოშიაც კი გამოირჩეოდნენ თავიანთი პომპეზური ჩაცმულობით: ოქროს გვირგვინით შუბლშემკულ რაფდოსებს ხელთ ეპყრათ მდიდრული კვერთხი,რომელსაც “რაბდოს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ევსტათი თესალონიკელი სიტყვა “რაფდოსის” ეტიმოლოგიური წარმომავლობის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად სწორედ “რაბდოს” ასახელებს ანუ – “კვერთხიან მომღერალს”.ევსტათისვე მონაცემების თანახმად,რაფდოსები ჰომეროსის “ოდისეას” შესრულების დროს ცისფერი,ხოლო “ილიადას” შესრულებისას კი ძოწისფერი მოსასხამებით იმოსებოდნენ.უძველეს ათენში რაფდოსელები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ,რასაც მრავალი ძველი წყარო ადასტურებს.ისინი არა მარტო ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ,არამედ,თუ შეიძლება ასე ითქვას თავიანთი პომპეზური აზროვნებითაც.უსაზღვრო იყო მათი,როგორც თვითრწმენა,ასევე პატივმოყვარეობა და ანგარება.ამ მხრივ ისინი თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდნენ სოფისტებს.რაფდოსები ხელოვნებას მხოლოდ იმიტომ ემსახურებოდნენ,რომ თავიანთი უძღები სიხარბე დაეკმაყოფილებინათ.აკი ერთ-ერთი რაფსოდი სოკრატესთან დიალოგისას ამბობდა კიდეც: “მე ყოველთვის ვხედავ ჩემი ფიცარნაგიდან,როგორ ტირიან და შიშჩამდგარი თვალებით იყურებიან ჩემი სიტყვებით გულშეძრულნი მსმენელნი.მე ხომ იძულებული ვარ თვალი ფხიზლად მეჭიროს მათზე: თუ ვატირე ისინი,მაშინ მე ვიცინებ: ფულს ვხვეტავ,ხოლო თუ ვაცინე,მაშინ მე უნდა ვიტირო: მშვიდობით ფულებო!”

რაფდოსების დეკლარაციას თან ახლდა სამსახიობო თუ სასცენო ხელოვნების არა ერთი და ორი ატრიბუტი; რეჩიტიცია,მიმიკა,ჯესტიკულაცია,რომლებიც ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: რაც შეიძლება მეტი ეფექტი მოეხდინათ და სულის სიღრმემდე შეეძრათ მსმენელი.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ჭეშმარიტების საზომად რაფსოდელთა ამქრისათვის პოეტის აზრები და განცდები კი არ ითვლებოდა,არამედ თავად მათი სულიერი განწყობილება.რაფსოდელების განათლების დონე და ზნეობრივი თვითშეგნება,ხშირ შემთხვევაში აშკარად არ იყო საკმარისი ნაწარმოების დედააზრის,შემოქმედებითი შთანაფიქრისა თუ პოეტური შთაგონების არსში საწვდომად.მათ,საგულდაგულოდ ჰქონდათ დაზეპირებული ჰომეროსის პოემების ტექსტები და საკუთარი განათლება-განსწავლულობის დონეზე მისი იმპროვიზაციული განმარტების უნარი ადვილად უქმნიდათ იმის ილუზიას,რომ ისინი ყოვლისშემძლენი და ყოვლისმცოდნენი იყვნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბერძნული საზოგადოების ინტელექტუალურ ელიტას,რაფსოდები სასაცილოდაც კი არ ჰყოფნიდათ,თუმცა მათი ხელოვნებით დიდ აღტაცებას გამოხატავდა ბრბო,რაც სრულიად აკმაყოფილებდა ანგარებით შეპყრობილ რაფსოდებს”. (ავტორი გენია.ჯი)