იცით თუ არა,რომ

1. თანამედროვე სახანძრო სამსახურის ჩამოყალიბებამდე,პირველ მეხანძრეებს ხელფასებს არ უხდიდნენ.მიუხედავად ამისა, ისინი თავიანთი სამსახურით მაინც ერთობ კმაყოფილი იყვნენ,რადგან ოფიციალურად ჰქონდათ მინიჭებული უფლება იმისა, რომ ხანძრისაგან დაზარალებულის სახლიდან წამოეღოთ და პირად საკუთრებად ექციათ ყველა ის ძვირფასი ნივთი, რომელიც ხანძარს გადაურჩინეს.

2. კაცობრიობის ისტორიაში ყველზე ხანგრძლივი სასჯელი სასამართლომ მიუსაჯა 22 წლის ასაკში მყოფ ერთ-ერთ ფოსტალიონს,რომელსაც ბრალი დასდეს თაღლითობაში.კერძოდ იმაში,რომ ფოსტალიონმა 42 768 წერილი არ მიიტანა დანიშნულების ადგილზე.თითოეული წერილის არ მიტანისათვის სასამართლომ ბრალდებულს 9 წლით აღუკვეთა თავისუფლება,რამაც საბოლოო ჯამში – 384 912 წელიწადი შეადგინა.

3. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების უმთავრესი რეზიდენციის – “თეთრი სახლის” (მშენებლობა დაიწყო 1782 წელს და დასრულდა 1800 წელს) გარკვეული ნაწილი შავკანიანი მონების მიერ იქნა აგებული.

4. საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული დრამატული სერიალის – “სოპრანოს კლანის” გადაღების” შემდეგ,მთავარი როლის შემსრულებელმა ამერიკელმა მსახიობმა – ჯეიმზ გალფონდინიმ 450 მაჯის საათი იყიდა,მათ შორის 40 ოქროსი.ყოველივე ამის შემდეგ კი,ისინი იმ მსახიობებსა და გადამღები ჯგუფის წევრებს დაურიგა,რომელთაც მონაწილეობა მიიღეს “სოპრანოს კლანის” გადაღებაში.საბოლოო ჯამში – გალფონდინის ბიუჯეტიდან,აღნიშნული საჩუქრების შეძენისათვის 2 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. (ავტორი გენია.ჯი)

5. XVIII საუკუნის ინგლისში,ბრომელიისებრთა ოჯახის ტროპიკულ-ბალახოვანი მცენარე – ანანასი,ერთგავარად მიიჩნეოდა ამა თუ იმ ოჯახის მაღალი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელად.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ინგლისელები წვეულებისას სტუმართათვის სადემონსტრაციოდ თითოეულ ანანასს არენდით იღებდნენ.

6. დიდი ქართველი პოეტი – ჯანსუღ ჩარკვიანი,ერთ-ერთ თავის ლექსს – “თავისუფლებას”,შემდეგი სიტყვებით იწყებს:

” – რა გაჰყიდე?

- რა და სული გავჰყიდე,

- ვის მიჰყიდე?

- ვისაც სული არ ჰქონდა”.

7. კუ – წყალში 35 კილომეტრ-საათ სიჩქარეს ანვითარებს,რაც ხმელეთზე მოძრავი კუს სიჩქარეს 75-ჯერ აღემატება.

8. ყველა ეგვიპტელი ფარაონი ფუტკართა მბრძანებლის ტიტულს ატარებდა.ფუტკარი იმდენად პოპულარობით სარგებლობდა უძველეს ეგვიპტეში,რომ იგი სამეფო ემბლემაზეც კი იყო გამოსახული,ხოლო ფარაონის გარდაცვალების შემდგომ,ამ მწერს მის აკლდამაზე გამოსახავდნენ.

9. მსოფლიოში ყველაზე დიდი წინადადება გენიალურ ფრანგ მწერალს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს აქვს გამოყენებული თავის ბრწყინვალე ნაწარმოებში – “საბრალონი”.აღნიშნული წინადადება,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 823 სიტყვისაგან შედგება.

10. მას შემდეგ,რაც ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის მეფე დარიოსი საბოლოოდ დაამარცხა,აქემენდიდთა დინასტიის წარმომადგენელმა მონარქმა განაცხადა: “სპარსეთისა და აქემენდიდთა დინასტიის მთელ სიმდიდრეს ჩემს ღირსეულ მტერს – მაკედონელს ვუტოვებო”. (ავტორი გენია.ჯი)