ამინა ვადუდი
ამინა ვადუდი - დაიბადა 1952 წლის 25 სექტემბერს მერილენდის შტატის დასახლებულ პუნქტში – ბეტესდაში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენს ფილოსოფიისა და თეოლოგიის პროფესორს,რომელიც პირველი ქალი გახლავთ ისტორიაში,რომელმაც ჩაატარა მუსულმანური რელიგიური ცერემონია “იმამის” რანგში (მაჰმადიანთა სულიერი წინამძღოლი და მოძღვარი,რომელიც მხოლოდ მამრობითი სქესის მუსულმანი წარმომადგენელი უნდა იყოს აუცილებლად). (ავტორი გენია.ჯი)ამინა გახლავთ ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მდებარე უნივერსიტეტის პროფესორი,ისლამური რელიგიის შესწავლისა.2005 წლის 18 მარტს,ამინა ვადუდი გახდა პირველი ქალი ისტორიაში,რომელმაც “იმამის” რანგში,ისლამის მორწმუნეთა ჯგუფთან ერთად ჩაატარა პარასკევის სავალდებულო ლოცვა ყველა მუსულმანისათვის,სახელწოდებით “ჯუმა-ნამაზი”.ცერემონია კი,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,გაიმართა ნიუ-იორკში მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის საეპისკოპოსო ტაძარში,რადგან მას სამმა მეჩეთმა უარი განუცხადა იმამის რანგში ლოცვის ჩატარებაზე,იმის გამო,რომ მუსულმანთა რისხვა აერიდებინათ.აღნიშნულ ცერემონიას ასამდე მორწმუნე მუსულმანი ესწრებოდა.ამ დროს კი ტაძრის გარეთ დიდი საპროტესტო აქცია იმართებოდა მუსლიმთა მხრიდან.მანამდე კი,კერძოდ 1994 წელს ამინა ვადუდმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში მდებარე მეჩეთში – კლერმონ მეინ როდშიც ჩაატარა “ხუტბას” რელიგიური ცერემონიალი,რასაც ძალიან დიდი საპროტესტო გამოძახილი მოჰყვა.2005 წელს ამინა ვადუდი,ბარსელონაში გამართულ “ისლამური ფემინიზმის საერთაშორისო კონგრესზე” გამოვიდა სიტყვით,რა დროსაც მას 30 მორწმუნე მუსულმანის ინიციატივით “იმამის” ტიტული ებოძა.გარდა ამისა,იგი გახლავთ სპეციალისტი გენდერული პრობლემებისა და მიჩიგანის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ხარისხი.შეისწავლა არაბული ენა ეგვიპტის უნივერსიტეტში.მანვე გამოაქვეყნა წიგნი “ყურანი და ქალი”,სადაც მუსულმანთა წმინდა წიგნი “ყურანი” ასახულია ქალური მსოფლხედველობით. (ავტორი გენია.ჯი) მუსულმანები კი მის მიმართ დღემდე დიდ პროტესტს გამოთქვამენ.ისინი მოითხოვდნენ,რომ ამინა სამსახურიდან დაეთხოვათ,რასაც მიაღწიეს კიდეც.მისმა რელიგიურმა მხედველობამ უდიდესი და ფართო პროტესტი ჰპოვა მუსულმანურ სამყაროში.მუსულმანი თეოლოგები მიიჩნევენ,რომ ქალს არ აქვს უფლება იყოს “იმამი” და წარმართოს რელიგიური ღონისძიებები.მიუხედავად ამისა,მას თავისი მომხრეების მცირე ჯგუფი მაინც ჰყავს ამერიკაში,რომელთაც “პროგრესულ მუსულმანებად” მოიხსენიებენ.