ჰენრიკ იოჰან იბსენი – “ეპიზოდი”
დიდი ნორვეგიელი დრამატურგი,პოეტი,პუბლიცისტი და ნორვეგიული ნაციონალური თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ჰენრიკ იოჰან იბსენი (1828-1906 წლები),რბილად რომ ვთქვათ “ვერ იტანდა” ცნობილ შვედ მწერალს,დრამატურგსა და თანამედროვე შვედური ლიტერატურის ფუძემდებელს – იოჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912 წლები).ჰენრიკი იოჰანს ფსიქოპათად მოიხსენიებდა (როგორც ცნობილია,ავგუსტი ფობიით იყო დაავადებული.იგი მუდმივად ატარებდა დანას და ხშირად ემუქრებოდა “უხილავ” მტერს).თავის მხრივ,არც იოჰანი ერიდებოდა იბსენის ლანძღვას და მას თავხედ პლაგიატში სდებდა ბრალს.ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო,ალბათ მეტად უცნაური იყო ის,რომ,ჰენრიკ იბსენს თავის სამუშაო კაბინეტში,ერთობ გამოსაჩენ ადგილას,სწორედ მისი დაუძინებელი მტრის – სტრინდბერგის დიდი სურათი ჰქონდა ჩამოკიდებული.ერთ დღეს მეგობრებმა,რომლებმაც კარგად უწყოდნენ ავგუსტისადმი მათი მეგობრის დამოკიდებულება,ჰენრიკს ჰკითხეს,თუ რა იყო მიზეზი იმისა,რომ კაბინეტში თავისი მტრის დიდი სურათი ეკიდა.ნორვეგიელმა დრამატურგმა,ისე,რომ არც კი დაფიქრებულა,ცნობისმოყვარე მეგობრებს სამკაოდ უცნაური პასუხი გასცა:
” – ჩემო მეგობრებო! იცით თუ არა თქვენ,რომ,იმ შემთხვევაში თუკი კედლიდან არ მიმზერს ჩემი დაუძინებელი მტრის – იოჰან სტრინდბერგის ბოროტი და შეშლილი თვალები,ვერ დავწერ არა მარტო ნაწარმოებებს,არამედ ერთ სტრიქონსაც კი!” (ავტორი გენია.ჯი)
იოჰან ავგუსტ სტრინდბერგი