დიეგო რივერას – “ათეისტური ხედვა”
საყოველთაოდ ცნობილი მექსიკელი კუბისტი მხატვარი და მიურალისტი - დიეგო რივერა (1886-1957 წლები),რომელიც უდიდესი მექსიკელი ფერმწერი ქალის – ფრიდა კალოს მეუღლე გახლდათ,ერთობ ათეისტური ხედვებით გამორჩეული ხელოვანი იყო.ერთ-ერთი ინტერვიუს დროს,თავისი რელიგიური შეხედულებების შესახებ მან ჟურნალისტს შემდეგი რამ განუცხადა:
” – ღმერთი,დაბეჯითებით გეტყვით,რომ არ მწამს,რადგან არ მესმის,რა ფარული ძალა მოქმედებს მატერიისა და ენერგიის ნებისმიერ გამოვლინებაში.ჰოდა,რაც არ მესმის,აბა,ის როგორ უნდა ვიწამო? ღმერთზე მოარული ლეგენდები კი უბრალოდ სამყაროს დაკნინებას ნიშნავს.ეს ხომ ის სამყაროა,სადაც არსებობისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს?! ამით ვაკნინებთ ცხოვრების იმ საწყისს,რომელიც სიცოცხლის დასაბამს წარმოადგენს.მაგრამ ეს ის ცხოვრებაა,სადაც სასურველი შეიძლება არასასურველი გახდეს,რადგან ჩვენი გონება ყველა მოვლენას ვერ სწვდება.
ყველა რელიგიას პატივს ვცემ და ძალიან მაინტერესებს იმ თვალსაზრისით,როგორც მაინტერესებს ნებისმიერი ავადმყოფობა და მისგან განკურნების პროცესი.რელიგიისაგან განკურნება შესაძლებელია ახალი საზოგადოების შექმნით,რომელიც ისე განვითარდება,რომ სახელმწიფოს გაუქმებას შეუწყობს ხელს და ამქვეყნად უნივერსალური ადამიანის დამკვიდრების სტიმული გახდება.მაშინ აღარ იარსებებს რეპრესიები,ძალადობა,უმეცრება,სიკვდილის შიში და ადამიანის უმწეო მდგომარეობასაც ბოლო მოეღება.როცა უნივერსუმის შესაძლებლობებსა და ძალებს საფუძვლიანად შევიცნობთ,აღარ გახდება საჭირო ღმერთების გამოგონება,რომლებიც მხოლოდ იმისთვის არსებობენ,რომ საკუთარ ძალებში ეჭვი შევიტანოთ”. (ავტორი გენია.ჯი)