ალექსანდრე ყაზბეგი – “გამოუცდელს”

ყმაწვილო,გამოუცდელო,

ლაღობ,არ იშლი მღერასა:

გულწრფელი გამოსდგომიხარ

ლამაზ ქალების ცქერასა.

ნუ სჩქარობ,წამოიზრდები,

იწვნევ ჩვენს ბედისწერასა.

სული დაგიწყებს გოდებას

და გული სხვაფრივ ძგერასა…