მაო ძედუნი წერდა…

„ნებისმიერი სახის დაძალება მხოლოდ იმას მოიტანს, რომ წამოწყება წარუმატებლად დასრულდება”.

* * *

„მიმდინარეობს მოძრაობა კაცობრიობის განთავისუფლებისთვის და ყველა ძველი სტერეოტიპი ეჭვქვეშ დგება. უნდა განვდევნოთ ძველი შიშები – ზეციური რისხვის, სულების, მიცვალებულების, ბიუროკრატების, სამხედრო მმართველებისა და კაპიტალისტების შიში. დასავლეთმა „ემანსიპაციის გზა” აირჩია, რამაც რენესანსისა და რეფორმაციის გავლით, წარმომადგენლობითი მთავრობები, საყოველთაო საარჩევნო უფლებები და ერთა ლიგა მოიტანა. „დემოკრატია”, როგორც არ უნდა თარგმნოთ ეს სიტყვა ჩინურად  - რელიგიური, ლიტერატურული, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ ინტელექუალური ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის დევიზი იყო. ამასთანავე, როდესაც ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვი, ჩაგვრისვე მეთოდები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენო, რადგან ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლას დაემსგავსება. ნაცვლად ამისა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მჩაგვრელიც ისეთივე ადამიანია, როგორიც თითოეული ჩვენგანი და რომ ჩაგვრა არის არა იმდენად მათი სურვილი, რამდენადაც „ერთგვარი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მათ ძველი საზოგადოებისაგან ერგოთ”. – (ამონარიდი მაოს დაწერილი „მანიფესტიდან”, სანამ ის ხელისუფლებაში მოვიდოდა)

* * *

„ჩინელებმა წარმატებას რომ მივაღწიოთ, ჩინეთის სახალხო მასებს (უბრალო, გაუნათლებელ ადამიანებს) განათლება უნდა მივცეთ, რათა მათი გონება მდინარე სიანის ნაპირებს გასცდეს და მსოფლიო ტალღებს შეუერთდეს… ის, ვინც დინებას გაჰყვება, იცოცხლებს, ხოლო ის, ვინც ამას ვერ შეძლებს, მოკვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ კარგად დავაკვირდებით, ჩინეთი მყარი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, სინამდვილეში ის ფუყეა; გარედან მისი სახელი ხმამაღლა და ამაყად ჟღერს, თუმცა შინაგანად ის კორუმპირებული და უაზროა”.

* * *

„სიყვარული უწესრიგობის ხელმწიფეა და ჩემი სხეულისათვის მას მუდამ ზეიმი მოაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)