პრესკოტ შელდონ ბუში – (“ფაშისტების” გულშემატკივარი სენატორი)
პრესკოტ შელდონ ბუში (1895-1972 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სენატორს კონეკტიკუტის შტატიდან,ბანკირს და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41 პრეზიდენტის – ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის მამას და ამავე ქვეყნის რიგით 43-ე პრეზიდენტის – ჯორჯ უოკერ ბუშის (უმცროსი) ბაბუას.აღნიშნულ პიროვნებაზე,თქვენი აქცენტი მკითხველო იმიტომ გავამახვილე,რომ პრესკოტი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახლდათ იმ უსაშინელესი რეჟიმისა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,რომელსაც – “გერმანული ფაშიზმი” ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი) 1918 წელს,ჯერ კიდევ იელის უნივერსიტეტში სწავლისას გაწევრიანდა – “თავის ქალისა და ძვლების” ერთ-ერთ უძველეს და საიდუმლო სტუდენტურ ორგანიზაციაში (საძმოში).მან,იელის უნივერსიტეტის ორ სხვა სტუდენტთან ერთად,ოკლაჰომას შტატში განთავსებულ ფორტ სილის ფედერალური სასაფლაოდან ამოთხარა აპაჩების ტომის საყოველთაოდ ცნობილი ინდიელთა ბელადის – ჯერონიმოს თავის ქალა და “თავის ქალისა და ძვლების” საძმოს უსახსოვრა,ნიშნად მათი განუყრელი ძმობისა (თავის ქალა დღემდეა განთავსებული იელის უნივერსიტეტში სპეციალურ ადგილას და მას საძმოს წევრები კვლავაც აქტიურად გამოიყენებენ რიგი რიტუალების შესრულების დროს.არის ცნობები,რომ ჯერონიმოს თავის ქალასთან ერთად ინახება ჩე გევარას თავის ქალაც).პრესკოტმა,ამერიკული საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში და სამხედრო სამსახური საფრანგეთის ტერიტორიაზე გაიარა.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ბიზნესით დაკავდა და მალევე პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაება.მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასა და ზოგადად მსოფლმხედველობას,ექსპერტები მეტად უარყოფითად ახასიათებენ. 1952 წელს არჩეულ იქნა სენატორად.დიდი მხარდაჭერით გამოირჩეოდა დუაიტ ეიზენჰაუერისადმი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პრესკოტ ბუში ხელმძღვანელობდა იმ ამერიკულ ინვესტბანკს (Brown Brothers Hariman),რომელსაც ბრალი ედებოდა გერმანელ ფაშისტებთან აქტიურ თანამშრომლობასა და დაფინანსებაში.არის დადასტურებული ცნობები იმის შესახებ,რომ სწორედ პრესკოტის დაქვემდებარებაში მყოფი ბანკი ახორციელებდა ნაცისტების შავი ფულის – “გათეთრებას” მეორე მსოფლიო ომის მიდინარეობისას. 1942 წელს,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა,”მტერთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის” მოტივით პრესკოტის საბანკო აქტივები გაყინა.ფაქტია ისიც,რომ პრესკოტი მეგობრობდა ფოლადისა და ნახშირის მწარმოებელი კომპანიების ბარონთან – ფრიც ტისენთან,რომელმაც თავის მხრივ ძალიან დიდი ფინანსები გაიღო ადოლფ ჰიტლერის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.პრესკოტ შელდონ ბუშს თავისი “მოღვაწეობის” მანძილზე,ერთი აუგი სიტყვაც კი არ დასცდენია გერმანელი ფაშისტების მიმართ,მათ მიერ ჩადენილი არაადამაინური და ამზრზენი დანაშაულებების გამო,რის გამოც მისი პრესტიჟი ერთობ შელახული გახლდათ.მოგვიანებით,ფაშისტების გულშემატკივარი სენატორის – პრესკოტ შელდონ ბუშის შთამომავლები (შვილი და შვილიშვილი) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები გახდნენ… (ავტორი გენია.ჯი)
პრესკოტ შელდონ ბუში და ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში
პრესკოტ შელდონ ბუში და დუაიტ ეიზენჰაუერი