ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის ლეგენდარული მხედართმთავრის,პოლიტიკური ლიდერისა და რევოლუციის გენერლის – ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორად კორონიზაციის დღეს (1804 წლის 18 მაისს),აღნიშნული მოვლენის აღსანიშნავად პარიზის ცაში გაშვებულ იქნა უზარმაზარი არწივის ფორმის მქონე “უპილოტო” საჰაერო ბურთი.არაპილოტირებულმა საჰაერო ბურთმა რამდენიმე დღის მანძილზე საფრანგეთის ცაში ჰაერში იდრეიფა,რის შემდეგაც ქარმა იგი იტალიის ტერიტორიაზე,კერძოდ “მარადიული ქალაქის” რომის თავზე გადაისროლა.ქალაქის ცენტრალური ნაწილის თავზე გამოჩნილ ფრანგულ საჰაერო ბურთს ძალიან ცოტა დააკლდა იმისათვის,რომ წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათს არ გამოდებოდა.მალევე ნაპოლეონ ბონაპარტის კორონიზაციისადმი მიძღვნილი მოოქროვილი არწივის ფორმის მქონე საჰაერო ბურთი საყოველთაოდ ცნობილი რომაელი დიქტატორის – ნერონის მავზოლეუმთან გამოჩნდა და სწორედ იქ შეწყდა მისი ხანგრძლივი “საჰაერო მოგზაურობა”.ჩამოვარდნილი საჰაერო ბურთი კი,სწორედ რომაელი ტირანის – ნერონის მავზოლეუმს დაეცა.როგორც ცნობილია,ნაპოლეონი მეტად ცრუმორწმუნე კაცი იყო და როდესაც მას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს,იმთავითვე ცუდის მანიშნებელ მოვლენად მიიჩნია,რის გამოც უმკაცრესად აკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე საჰაერო ბურთების ჰაერში გაშვება.აღნიშნული ბრძანების გამო,საფრანგეთში,შემდგომი 40 წლის მანძილზე არც ერთი საჰაერო ბურთი აღარ გაუშვიათ. (ავტორი გენია.ჯი)