“შავი იუმორი”
“შავი იუმორი” – წარმოადგენს ცინიზმითა და კომიკური ეფექტით გაჯერებული იუმორის იმ ერთ-ერთ სახეობას,რომელიც ძირითადად მიძღვნილია სიცოცხლისათვის საშიში ფაქტორების,ძალადობის,ომის,რასიზმის,სუიციდის,ფიზიკური ნაკლის,ავადმყოფობის,ჯანმრთელობისა თუ სხვა მსგავსი მგრძნობიარე თემებისადმი.მისი უმთავრესი მიზანია,რომ ერთგვარი ირონიული ხუმრობით წარმოაჩინოს ყველაზე ცნობილი და ტაბუდადებული საკითხები. (ავტორი გენია.ჯი) “შავი იუმორი” – ნებისმიერი აბსურდისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ინგრედიენტს წარმოადგენს,როგორც ლიტერატურაში,ასევე კინოხელოვნებასა და მუსიკაში (“აბსურდის თეატრი”,”ობერიუ”,”მონტი პაიტონი” და სხვა).აქვე გასათვალისწინებელია ის,რომ “შავი იუმორის” გამოყენების შემთხვევაში,ამა თუ იმ ობიექტზე ხუმრობის დროს,ფატალურობის შეგრძნება იუმორის მიღმა არ იკარგება.თავად ტერმინი “შავი იუმორი”,ფრანგული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და იგი გვხვდება ცნობილი ფრანგი სიმბოლისტი მწერლისა და გონკურის აკადემიის პირველი პრეზიდენტის – ჟორის-კარლ გიუსმანსის (1848-1907 წლები) შემოქმედებაში.თუმცა,ხმარებაში ფართოდ სურეალისტი ადეპტების მიერ იქნა შემოტანილი.პირველ რიგში,მათ შორის იგულისხმება ფრანგი მწერალი,პოეტი და სურეალიზმის ფუძემდებელი – ანდრე ბრეტონი (1896-1966 წლები),რომელმაც 1939 წელს შეადგინა – “შავი იუმორის ანთოლოგია”.ბრეტონმა “შავი იუმორის” ელემენტები,ჯონათან სვიფტის სატირული ჟანრის პამფლეტში – “მოკრძალებული წინადადება”,ვოლტერის – “კანდიდსა” და ლორენს სტერნის იუმორისტულ ნაწარმოებში – “ტრისტამ შენდში” აღმოაჩინა.ფრანგმა მწერალმა,თავის წიგნში – “შავი იუმორის ანთოლოგია”,ჩართო – შარლ ბოდლერის,ალფონსო ალესა და ლუის კეროლის ნაწარმოებებიც.ზოგადად,”შავი იუმორი” დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების რიგი ფოლკლორებისათვის და საკარნავალო ტრადიციებისათვის.”შავი იუმორი” დღემდე აქტიურად გამოიყენება ლიტერატურაში,სახვით ხელოვნებაში,კინოში,თეატრალურ წარმოდგენებში,ანეგდოტებში,ფილოსოფიასა და მუსიკაში. (ავტორი გენია.ჯი)