კივანო

კივანო - ლათინურ ენაზე “Cucumis metulifer”,წარმოადგენს ბალახოვან ლიანას,გოგრისებრნთა ოჯახის,ნესვის სახეობისა.მას,გარდა “კივანო”-ს სახელისა,ასევე მოიხსენიებენ,როგორც – ანგურია,ანტილიის კიტრი და რქებიანი ნესვი.მისი ბუნებრივად გავრცელების არეალს აფრიკის კონტინენტი წარმოადგენს,თუმცა ასევე ფართოდ არის კულტივირებული ცენტრალურ ამერიკაში,ახალ ზელანდიასა და ისრაელში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “კივანო” ზემგრძნობიარეა კლიმატის მიმართ,რის გამოც ყველგან არ ხარობს.მისი სიგრძე სამ მეტრამდეა და შეიცავს საკვებად ვარგის,ოვალური ფორმის ეკლებიან ნესვისმაგვარ ნაყოფს.ნაყოფის ფერი ყვითელი,ნარინჯისფერი და წითელი ფერებია,რომლებიც თავის მხრივ შეიცავს სქელ კანს,რომელიც რბილი ეკლებით არის დაფარული.გარდა ამისა,შეიცავს მწვანე ფერის ჟელესმაგვარ შიგთავს და ფერმკრთალ-მწვანე ფერის თესლს.”კივანო”-ს ნაყოფის სიგრძე 15 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონით 300 გრამამდე.გემოთი იგი ძალიან ჩამოჰგავს ბანანსა და კიტრს. (ავტორი გენია.ჯი) მისი მირთმევა შესაძლებელია,როგორც ტკბილი,ასევე მარილიანი სახით.შესაკმაზად გამოიყენებენ,როგორც მარილს,ასევე ლიმონს.მას ფართოდ გამოიყენებენ სხვადასხვაგვარი ხილის კოქტეილების დასამზადებლად.მიუხედავად მისი ეგზოტიკური სახეობისა,მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს,თუმცა მდიდარია C ვიტამინით.ამის გამო კი ხშირად გამოიყენებენ დიეტური კვებისათვის და წონაში დაკლებისათვის.