ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი – “ეპიზოდი”
ნაკლებად არის ცნობილი,რომ საყოველთაოდ ცნობილი შვედი საბავშვო მწერალი ქალი და ავტორი ისეთი ნაწარმოებებისა,როგორებიცაა – “პეპი გრძელი წინდა”,”სახურავის ბინადარი კარლსონი” და სხვა – ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი (1907-2002 წლები),შვედეთის ულტრა ნაციონალიტურ-სოციალისტური პარტიის წევრი გახლდათ 1930-1940-იან წლებში.აღნიშნული ორგანიზაცია,ერთგვარი ანალოგი გახლდათ გერმანული ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიისა. (ავტორი გენია.ჯი) ალბათ,არც ის არის ბევრისათვის ცნობილი,რომ ასტრიდ ლინდგრენმა,თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების – “სახურავის ბინადარი კარლსონის” უმთავრეს პროტოტიპად,მესამე რაიხის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულებების ავტორი – ჰერმან ვილჰელმ გერინგი გამოიყვანა.როგორც ცნობილია,ასტრიდ ლინდგრენმა გერინგი 1925 წელს გაიცნო.პირველი მსოფლიო ომის “გმირმა-პილოტმა” – გერინგმა შვედეთში ავია-შოუ მოაწყო და სწორედ იმ პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა მას.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მწერალს იდეა კარლსონის შესახებ ნაწარმოების დაწერისა,ჰერმან გერინგთან გამართული სადილის შემდეგ მოუვიდა.კერძოდ,გერინგმა განაცხადა,რომ ძალიან სურდა ეხილა ზურგზე ძრავით მფრენი ადამიანი.ამ საუბრიდან მალევე,ასტრიდ ლინდგრენმა დაწერა – “სახურავის ბინადარი კარლსონი”,სადაც ნაწარმოების მთავარი გმირი – კარლსონი,ძალიან ჩამოჰგავს – “გერიგნ-ავიატორს”.ამის დამადასტურებელი ფაქტია ისიც,რომ,მწერალს ნაწარმოებში გამოყენებული აქვს მესამე რაიხის უსასტიკესი მაღალჩინოსნის – ჰერმან ვილჰელმ გერინგის რიგი საყვარელი გამონათქვამები,მათ შორის: “სიმშვიდე,მხოლოდ სიმშვიდე”. (ავტორი გენია.ჯი)
კარლსონის პროტოტიპი – ჰერმან გერინგი