“რეინჰარდტის სიის” შესახებ…
მესამე რაიხის “ფაშისტურ” რეჟიმს – ადოლფ ჰიტლერის უშუალო თანამონაწილეობით შედგენილი ჰქონდა იმ ცნობილი თუ უცნობი გერმანელი ლიტერატორების,კინომსახიობების,მუსიკოსების,მხატვრებისა და სხვა სახელოვნებო დარგის წარმომადგენლების სპეციალური ნუსხა – “რეინჰარდტის სია”,რომლებიც მათი სასტიკი პოლიტიკის მიმართ ლოიალურობას იჩენდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,შეიძლება ითქვას,რომ ისინი ჰიტლერს “ნაყიდი” ჰყავდა.თავად სახელწოდება – “რეინჰარდტის სია”,აღნიშნულ ნუსხას,გერმანიის ფაშისტური რეჟიმის ერთ-ერთი მოხელისა და ფინანსთა სამინისტროს შტატს-მდივნის – ფრიც რეინჰარდტის მიხედვით ეწოდა,რადგან რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილი ცნობილი ადამიანების “დაპურება”,სწორედ მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. 1938 წლის 18 მარტის მონაცემების მიხედვით,რეინჰარდტმა სიაში სულ 253 ადამიანი შეიყვანა.ისინი,ვინც აღნიშნული სიის ბინადრები იყვნენ,მესამე რაიხისაგან სარგებლობდნენ დიდი ხელფასებით,პრივილეგიებითა და რიგი ისეთი”სიკეთებით”,როგორსაც ჩვეულებრივი გერმანელი მოქალაქე ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.მათი ხელფასები,თვით ფაშისტური რეჟიმის მაღალჩინოსნების ხელფასებსაც კი ბევრად აღემატებოდა.ადოლფ ჰიტლერი,რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა “რეინჰარდტის სიის” ბინადრებს,ბრძანება გასცა,რომ მათ სახელმწიფო განსაკუთრებულად მოფრთხილებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ისინი განთავისუფლებულიყვნენ ნებისმიერი სახელმწიფო გადასახადისაგან.შესაბამისად,სიაში შეყვანილი ადამიანები,სრულად ტკბებოდნენ იმ უდიდესი პრივილეგიებით,რასაც მათ ფაშისტური რეჟიმი უძღვნიდა.ისინი უზარმაზარ ხელფასებს “სუფთა სინდისით” იღებდნენ და აზრად არ მოსდიოდათ შეწინააღმდეგებოდნენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ენითგამოუთქმელ ქმედებებს.”კარის მეხოტბეების” ფინანსური შემოსავლები წლიურად 100 000 გერმანულ მარკას და ხშირ შემთხვევაში მეტსაც შეადგენდა,რაც იმ დროისათვის მართლაც უზარმაზარი თანხა იყო.ეს მაშინ,როდესაც მესამე რაიხის უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების მაქსიმალური წლიური შემოსავლები 18 000,ხოლო მუშების 3 600 გერმანული მარკა იყო.
“რეინჰარტის სიაში” – შეყვანილ იყვნენ: მომღერლები – ირმა ბაიკლე და კონსტანც ნეთესჰაიმი; კინორეჟისორი – ლენია რიფენსტალი; დირიჟორი – ვილჰელმ ფურტვენგლერი; კინომსახიობები – ლივ დაგოვერი,კეტე დორში,ბრიგიტა ჰორნი,ჰანს ალბერსი,პაულ ჰარტმანი და სხვები.
აღნიშნული სიის გამო,ისტორიკოსები,ადოლფ ჰიტლერს საფრანგეთის ლეგენდარულ მეფეს – ლუი XIV-ს ადარებდნენ (რომელიც ასეთივე მეთოდებით იკრებდა მის ირგვლივ საფრანგეთის ცნობილ ადამიანებს) და ირონიულად შენიშნავდნენ: “ჰიტლერი ძალიან დაემსგავსა ლუი XIV-ს,თუმცა სიმართლე ვთქვათ – ვერსალის გარეშეო”. (ავტორი გენია.ჯი)
“რეინჰარდტის სიის” წევრების გაფეტიშებული ცხოვრება,ფაშისტური რეჟიმის სულის ამოხდისთანავე წარსულს ჩაბარდა,თუმცა მათი სახელები დღემდე ასოცირდება იმ ამაზრზენ პოლიტიკურ “ხროვასთან”,რომლებმაც კაცობრიობას ნამდვილი “ჯოჯოხეთი” მოუწყო. (ავტორი გენია.ჯი)
ფრიც რეინჰარდტი