კლილუკის ტბა – “ლაქებიანი ტბა”

კლილუკის ტბა -  რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ლაქებიანი ტბა”,მდებარეობს კანადაში,კერძოდ პროვინცია ბრიტანულ კოლუმბიაში,ქალაქ ოსოიოსის მახლობლად,ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის სიახლოვეს.ტბას სახელწოდება – “კლილუკი”,ადგილობრივმა ინდიელმა ტომის – ოკანაგანის ხალხმა უწოდა.ამ უნიკალური სილამაზის მქონე წყალი მდიდარია ისეთი მინერალებით,როგორებიცაა – მაგნიუმის სულფატი,კალციუმი და ნატრიუმი.გარდა ამისა ტიტანითა და ვერცხლით.ზაფხულის ცხელი დღეებისას “კლილუკის ტბის” წყალი ორთქლდება და მის ზედაპირზე ჩნდება მრავალი საოცარი სილამაზის მქონე ფორმის წყით სავსე ლაქა,რომელთა ფერთა გამა ამინდების მიხედვით იცვლება.ტემპერატურის +43 გრადუს-ცელსიუსის პირობებში ტბის ზედაპირზე ჩნდება 365 წყლის გუბე.აღსანიშნავია ისიც,რომ ტბაში არ ბინადრობს არცერთი სახეობის თევზი და მასში მხოლოდ რამდენიმე მიკროორგანიზმია გავრცელებული.მისი წყალი ასევე არ გამოიყენება სასმელად და მიუხედავად წყლის მდიდარი მინერალების შემცველობისა,მასში ბანაობა მაინც არ არის რეკომენდირებული.ზამთრობითა და გაზაფხულობით “კლილუკის ტბა” ჩვეულებრივი ტბის “იერს” იღებს.ტბის წყალი შეიცავს სამკურნალო თვისებებს და ძლიერ თევრაპეტულ ეფექტებს. (ავტორი გენია.ჯი) ადგილობრივი მოსახლეობის – ინდიელების (ოკაგანები),ლეგენდის მიხედვით “კლილუკის ტბა” ზებუნებრივი ძალების მიერ იქნა შექმნილი და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი ტბის უამრავი სამკურნალო თვისებისა.ერთ-ერთი უძველესი ლეგენდის მიხედვით კლილუკმა შეაჩერა მრავალწლოვანი ომი,ორ კანადელ ინდიელთა ტომს შორის.მებრძოლებმა რომელთაც ბრძოლის შემდეგ ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული,ტბის წყლით განიბანეს,რა დროსაც იარები უმალვე მოუშუშდათ.შესაბამისად მათ იფიქრეს,რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ბრძოლას და ჭრილობების მიყენებას ერთმანეთისათვის,მაშინ,როდესაც იარებს “კლილუკის ტბის” წყალი მაინც აშუშებდა.აღნიშნულმა ფაქტმა კი საბოლოოდ შეარიგა მოწინააღმდეგე მხარეები.

მოგვიანებით,კერძოდ XX საუკუნეში,აღარც ტბა და აღარც მის ირგვლივ არსებული ტერიტორიები მკვიდრი მოსახლეობის ხელში აღარ იყო,რადგან იგი 40 წლის მანძილზე ერნესტ სმიტის კერძო საკუთრებად მიიჩნეოდა.1979 წელს სმიტმა სცადა ტბის ირგვლივ სპა-კურორტის აგება.მისი შესყიდვა კი ადგილობრივმა ინდიელებმა სცადეს,რომელთათვისაც იგი “წმინდა ტბად” მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) 20 წლიანი მცდელობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს შედგა გარიგება,რომლის მიხედვითაც 2001 წლის ოქტომბერში,ტბა და მის ირგვლივ განლაგებული 22 ჰექტარი ტერიტორია 720 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა და მისი მყიდველი ადგილობრივი მოსახლეობა შეიქნა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღევანდელ დღეს ადგილობრივი ინდიელი მოსახლეობა,თავიანთ “წმინდა ტბას”,უმეტეს შემთხვევაში თეთრკანიან მოქალაქეებს არ აკარებენ.თუ კი რომელიმე თეთრკანიან ტურისტს მისი ხილვა სურს,აუცილებლად უნდა მიიღოს თანხმობა ინდიელი უხუცესებისაგან,რაც საკმაოდ რთულად ხორციელდება ხოლმე.ამის გამო კი “კლილუკის ტბის” გადაღებას და ხილვას,ტურისტების უმეტესობა,მხოლოდ გზატკეცილებიდან ახერხებს.