კროკოტა
კროკოტა – სხვადასხვა ხალხის კლასიკურ მითოლოგიასა და ფოლკლორში წარმოადგენდა საშინელი შესახედაობის მქონე ურჩხულ-ცხოველს,რომელიც ერთგავრი სინთეზი გახლდათ მგელისა და ძაღლის (ან შესაძლოა ლომის და აფთრის).იგი ბინადრობდა ტყეებში და გამოირჩეოდა განსაკუთრებული მძვინვარებითა და გაუმაძღრობით. (ავტორი გენია.ჯი) კროკოტას გააჩნდა დიდი და მასიური ღოჯები.წინა თათები უფრო მაღალი ჰქონდა,ვიდრე უკანა და შეიცავდა ჭრელი შეფერილობის მქონე ტყავს,ლომისმაგვარ მკერდსა და კუდს.მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ უძველესი ეპოქებიდან მომდინარეობს.კერძოდ ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნის რიგი სპარსი ავტორებიდან.დიდი რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსის და ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ენციკლოპედიისა – “ბუნების ისტორია” – გაიუს პლინიუს სეკუნდუსის (უფროსი) მონაცემების თანახმად,კროკოტა ბინადრობდა აფრიკის კონტინენტზე მდებარე ეთიოპიის ტყეებში.ფაქტიურად,ყველა მითოლოგიის მიხედვით,კროკოტა აღწერილია,როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაუმაძღარი და აგრესიული ცხოველი,რომელიც ღამის საათებში ადამიანებით დასახლებულ ადგილებში დაწრწოდა და საფლავებიდან თხრიდა მიცვალებულებს,რომელთაც შემდგომ შეექცეოდა.არის მოსაზრება,რომ,მას,ძაღლის ხმით ჟღერადობის გამოცემის უნარიც გააჩნდა.ეს კი,ძაღლებს მისკენ იზიდავდა,რასაც ისინი კროკოტას მსხვერპლად აქცევდა.სხვა ვერსიით კი,ეს ურჩხული ადამიანის ხმით იმიტაციიის უნარითაც იყო დაჯილდოებული,რამაც ბევრი ადამიანის განადგურება გამოიწვია.იგი,ტყის პირას ჩაუსაფრდებოდა ადამიანს და ადამიანისვე ხმით იტყუებდა შუაგული ტყისაკენ,სადაც შემდგომ თავს ესხმოდა და კლავდა.გარდა ამისა ცნობილია,რომ,კროკოტას შეეძლო შეეცვალა არა მარტო თავისი შეფერილობა,არამედ სქესიც კი.როგორც უძველესი მითები ირწმუნებიან,კროკოტის თვალები ძვირფასი ქვებისაგან შედგებოდა და ვინც მათ დაეუფლებოდა,წინასწარმეტყველების დიდი ნიჭით ჯილდოვდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)