მუჰამედ ალი – “ეპიზოდი”
2002 წლის იანვრის თვეში,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს-ანჯელესში განთავსებულ “ჰოლივუდის დიდების ხეივანში”,გახნილ იქნა ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მოკრივის – კასიუს კლეის,იგივე მუჰამედ ალის სახელობის “დიდების ვარსკვლავი”.ამაში,ალბათ გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი.როგორც ცნობილია,ამა თუ იმ სახელოვანი ადამიანისადმი მიძღვნილი “დიდების ვარსკვლავი”,როგორც წესი,მიწაზე იგება და მასზე შემდგომ მრავალი ადამიანი ფეხით გადაადგილდება.თუმცა ამ შემთხვევაში დაშვებულ იქნა ერთადერთი პრეცენდენტი იმისა,რომ მუჰამედ ალისვე თხოვნის შედეგად,მისი ვარსკვლავი თეატრის – “დოლბის” კედელზე იქნა დამაგრებული და არა ჩვეულებისამებრ მიწაზე.აღნიშნული თხოვნის მიზეზი გახლდათ ის,რომ ისლამური რელიგიის მატარებელ დიდ მოკრივეს არ სურდა,მისი სახელი – მუჰამედი (რომელიც მუსლიმანთა წინასწარმეტყველის სახელის ანალოგი იყო),ვინმეს ფეხით “გაეთელა”. (ავტორი გენია.ჯი)