ძველინგლისური ბულდოგი
ძველინგლისური ბულდოგი – წარმოადგენს დღეისათვის ერთ-ერთი გადაშენებული სუფთა სისხლის მქონე მოკლებეწვიანი ინგლისური ჯიშის ძაღლს.აღნიშნული სახეობის ძაღლს,საკმაოდ დიდი ხნის ისტორია გააჩნია,თუმცა ზუსტი პერიოდი,თუ როდის გამოჩნდნენ ისინი პირველად ჩვენთვის უცნობია. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტები მიიჩნევენ,რომ ძველინგლისური ბულდოგები მონათესავენი არიან ინგლისური მასტიფების და ერთობ ჩამოგვანან თავიანთ წინაპრებს – ალანებს.მათი სხეულის წონა 20-25 კილოგრამი,ხოლო სიმაღლე 30-40 სანტიმეტრი იყო.გამოირჩეოდნენ ძლიერი ფიზიკური აღნაგობით,განსაკუთრებული აგრესიულობითა და გასაოცარი სიმამაცით.სწორედ ამ თვისებების გამო იყენებდნენ მათ,ინგლისში ერთობ პოპულარულ – “სისხლიან სპორტში” მონაწილეობისათვის.როგორც ცნობილია,ბულდოგების სხვადასხვა სახეობის ძაღლებს,”ნისლიან ალბიონზე” იმთავითვე საბრძოლველად” იყენებდნენ,რაც საკმაოდ ძლიერი ფიზიკური მონაცემებისა და აგრესიის მქონე ძველინგლისური ბულდოგების შემთხვევაშიც ხორციელდებოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბულდოგებს “ბულ-ბეითინგის” იმ ბრძოლებში აღებინებდნენ მონაწილეობას,სადაც მათი მეტოქეები გავეშებული ხარები იყვნენ.დიდი რომაელი პოეტის – კლავდიუს კლავდიანუსის ცნობების თანახმად,ეს სისხლიანი შეჯიბრებები,ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში იმართებოდა ინგლისში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა ბრიტანული კუნძულების მოსახლეობაში. XIX საუკუნეში,კერძოდ 1835 წელს,ინგლისში მიიღეს კანონი,რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა,რამაც ზემოაღნიშნული ბრძოლების ეტაპობრივად შეწყვეტა გამოიწვია.აღნიშნულმა აკრძალვამ კი,ძველინგლისური ბულდოგებისადმი მოსახლეობის ყურადღების მოდუნება გამოიწვია.მოგვიანებით,სპეციალისტებმა ძველინგლისური ბულდოგისა და ძველინგლისური ტერიერის შეჯვარება მოახდინეს,რის შედეგადაც მიიღეს სრულიად ახალი ჯიშის ძაღლი – “ბულ-ენდ-ტერიერი”,რომელიც თავის მხრივ წინაპარი გახლავთ ბულტერიერისა და პიტბულისა.სწორედ ახალი ჯიშების გამოყვანა იქცა,ძველინგლისური ბულდოგის გაქრობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად.ძველინგლისური ბულდოგის ყველაზე კარგად შემონახული სურათი 1817 წლით თარიღდება და მასზე გამოსახული არიან,აღნიშნული ჯიშის ძაღლები – კრიბი და როსა. (ავტორი გენია.ჯი)
კრიბი და როსა