გიგანტური თეთრი დათვი
გიგანტური თეთრი დათვი – წარმოადგენს თანამედროვე თეთრი დათვის ერთ-ერთ გადაშენებულ ქვესახეობას.აღნიშული ძუძუმწოვრები,ქორდიანების ტიპის უზარმაზარი მტაცებელი ცხოველები გახლდნენ და ბინადრობდნენ დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქაში – “პლეისტოცენში”,რომელიც თავის მხრივ დაიწყო დაახლოებით 2,588 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 11,7 ათასი წლის უკან. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტთა მონაცემების თანახმად,თავად გიგანტური თეთრი დათვი დაახლოებით 70 000 წლის წინათ გადაშენდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ისინი პოლარული დათვების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი წარმომადგენლები იყვნენ დედამიაწაზე.თავიანთი თანამოძმეებისაგან განსხვავებით,გამოირჩეოდნენ უზარმაზარი სხეულით.მათი სიგრძე 4 მეტრამდე,ხოლო წონა 1,2 ტონამდე მერყეობდა.ცხოვრების წესი,მურა და თეთრი დათვების-მაგვარი გააჩნდათ,თუმცა მათგან განსხვავებით ნადირობდნენ შედარებით დიდ ძუძუმწოვრებზე.ცნობილია,რომ პალეანთოლოგების მიერ,ბუნებაში გიგანტური თეთრი დათვის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ნაშთია (იდაყვის ძვალი) 1964 წელს აღმოჩენილი,რაც ერთგავარად ქმნის დაბრკოლებას,მისი სრული შესწავლისათვის.გიგანტური თეთრი დათვების გადაშენების ერთ-ერთ უმთავრეს მოტივად მეცნიერები საკვების გაქრობას ასახელებს,რაც გამოწვეული გახლდათ დედამიწაზე გამყინვარების პერიოდის დადგომასთან. (ავტორი გენია.ჯი)