ღამის თუთიყუში
ღამის თუთიყუში – წარმოადგენს თუთიყუშისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ცხოვრების წესით გამორჩეულ ფრინველსა და თავისი სახეობის ერთადერთ წარმომადგენელს ბუნებაში.მათი გავრცელების უმთავრესი არეალებია ავსტრალიის კონტინენტის ცენტრალური და დასავლეთი რეგიონები. (ავტორი გენია.ჯი) საცხოვრებლად ეტანებიან კლდოვან მშრალ ადგილებსა და ნახევარუდაბნოებს.ბუდეებს ეკლიან ბუჩქებში იკეთებენ,მიწიდან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე.გამრავლების პერიოდში დედალი ხუთ კვერცხ დებს.დღის პერიოდში,ფაქტიურად ძინავთ და აქტიურობას,მხოლოდ ღამის საათებში იწყებენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ,ღამის თუთიყუშები ძირითად დროს მიწაზე ატარებენ,რადგან არ ძალუძთ კარგი და დიდ მანძილზე ფრენა.ღამის დადგომისთანავე ტოვებენ საცხოვრებლებს და საკვების მოსაპოვებლად მიემართებიან.ძირითადად იკვებებიან ეკლიანი ბუჩქების თესლით.მათი სხეულის მაქსიმალური სიგრძე 24 სანტიმეტრია.აქვთ მოკლე კუდი და შემოსილი არიან მწვანე-ზეთისხილისფერი ბუმბულით,რომლებიც თავის მხრივ შავი ფერის წინწკლებით აქვთ დაფარული. XIX საუკუნისათვის,ღამის თუთიყუშთა რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო,თუმცა დროთა განმავლობაში ძალიან იკლო.მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ ღამის თუთიყუშების რაოდენობა კატასტროფულად არის შემცირებული,რის მიზეზადაც კატებსა და ძაღლებს ასახელებენ,ხოლო მეორე ნაწილი კი,მიიჩნევს,რომ მათ პოპულაციას საფრთხე არ ემუქრება.თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: მეცნიერებმა ღამის თუთიყუში უკანასკნელად ბუნებაში 1990 წელს იპოვეს და ისიც კუიზლენდის შორეულ და მივარდნილ ნაწილში. 1937 წლიდან,ღამის თუთიყუშების სახეობა განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი.გარდა ამისა,იგი შეტანილ იქნა “წითელ წიგნში”. (ავტორი გენია.ჯი)