გურამ რჩეულიშვილის “დღიურიდან”…
„მსოფლიოში არსებობს ორი სახის მელანქოლია: დასავლურ-ევროპული ამერიკულითურთ და საბჭოური.იქით სატირა მთლიანად შესცვალა უაზრო ანგლობამ,უშტრიხო ხუმრობამ და უგრძნობო აზრმა,სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სრულიად დაუფარავად იპარება საშინელი სიცარიელე,დაღლილობა,უმწეობა,უღონო ცდები გქონდეს კიდევ რაიმე ნიშანი ეგზოტიკისა,ძველი საუკუნეების მოქალაქისა,როდესაც პიროვნება იკვეთებოდა სივრცეში თავისთავად.ხოლო ახლა სივრცეში მხოლოდ კოლექტიური შრომის ნაყოფი – ტექნიკა იკვეთება,ტექნიკის ასეთ პროგრესთან ერთად მოხდა ერთი ადამიანის როლის აშკარა დაცემა. (ავტორი გენია.ჯი) თითქოს ორი ეს სხვადასხვა რამ არის და ორივეს თავ-თავისი გზა აქვს.ერთს უკან,მეორეს წინ.ისეთი შთაბეჭდილებაა,თითქოს დასავლეთში წინ წასული ტექნიკის ხალხი ან სხედან და თავს იქექავენ,ან უშნოდ,უნიათოდ მსჯელობენ,ან გაბრუებამდე არ ფიქრობენ.
მეორე სახის მელანქოლიაა გამეფებული საბჭოების ქვეყანაში.აქ,ძირითადად,მასა აღტაცებულია უკიდურესობამდე ყველაფრით.ეს აღტაცება უცნაური ბანგია მათთვის,ეს არგამოფხიზლება გამოიხატება სიგიჟემდე მისულ,სწრაფად აალებად სიხარულში.ყველაფერი ამის გამო,ამ მდგომარეობაშია თვით მთავრობა,მისი მეთაური,მისი მრევლი.აქ ხალხი მოგვაგონებს თეატრში მჯდომ მასას,რომელსაც თითქოს ალყა აქვს დარტყმული,რომლის გარღვევის პირველივე მცდელიც აუცილებლივ უნდა დაიღუპოს,ამიტომ ყველანი სხედან და უყურებენ უცნაურ სპექტაკლს,სადაც წამდაუწუმ გამოაქვთ დროშები და ვაშას იძახიან,ხალხიც ვაშას იძახის,ვინც არ იძახის,სპობენ როგორც საერთო განწყობის ხელოვნურად ჩამგდებს,ბოლოს რჩება მხოლოდ ისეთი ხალხი,რომელსაც უკვე გადაავიწყდა როგორ დაიწყო ყვირილი,რომელსაც არც უნდა სხვა მდგომარეობა,უჩვეულო ტუტუცური აღტაცებაა ყველას სახეზე გამოხატული – რაც შეიძლება მეტი აღტაცება! ისეთი ლოზუნგი,რომ ერთი მაინც არ ჩავარდეს მელანქოლიაში,თორემ გადასდებს სხვას.მელანქოლიკი გადამდები ბაცილაა.მელანქოლიკებში შედის ხალხი,რომელიც აზროვნებს,რომელიც არ ყვირის – ყველაზე შეუწყნარებელია ეს სიტყვა და მე მგონი,ორივე ბანაკისთვის.იქით ეცხადება მას,უბრალოდ,საზოგადოებრივი ზიზღი,მასხრად აგდება,აქეთ,უფრო კარგადაა,ამ მხრივ,მე მგონი,საქმე დაყენებული – ულაპარაკოდ სპობენ როგორც სარეველას.ჩემი მოგზაურობა ტარდება,საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ,ადამიანთა ვნებების ნაწილში,სადაც ტუტუცური აღტაცებაა გამეფებული,მუდმივად ჰორიზონტის სიშორეზე მყოფი კომუნიზმის სახელით”. (ავტორი გენია.ჯი)