იცით თუ არა,რომ
1. თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი – რიო-დე-ჟანეირო,ისტორიაში ერთადერთი ევროპული დედაქალაქი გახლდათ,რომელიც ევროპის საზღვრებს გარეთ ტერიტორიაზე მდებარეობდა.კერძოდ, 1808-1815 წლებში იგი წარმოადგენდა გაერთიანებული პორტუგალიის სამეფოს დედაქალაქს. 1815-1821 წლებში კი რიო-დე-ჟანეიროს,პორტუგალიის,ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის სტატუსიც მიენიჭა.
2. ცენტრალურ აზიაში მდებარე – თურქმენეთში, 2001 წელს ქვეყნის პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის (თურქმენბაშის) ინიციატივით,აკრძალულ იქნა ცირკი,ბალეტი და ოპერა.შესაბამისად,დედაქალაქში -აშხაბადში გაუქმებულ იქნა ყველა ზემოჩამოთვლილი ხელოვნების დაწესებულებები. 2006 წელს,ქვეყნის ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტის – გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მოსვლის შემდეგ,ცირკი და ოპერა კვლავ აღდგენილ იქნა,ხოლო ბალეტი დღემდე აკრძალულ ხელოვნებად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
3. ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში,სადაც შენონა-ნაგებობების 100-ვე პროცენტი დიდ ისტორიულ,რელიგიურ და სახელოვნებო ღირშესანიშნაობას წარმოადგენს,კათოლიკური სამყაროს ცენტრი - ვატიკანია.
4. ერთ-ერთმა უდიდესმა გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა – “მერსედეს-ბენცმა”,იმ ფრანგული კინოგადამღები ჯგუფის წინააღმდეგ (რეჟისორის – ლუკ ბესონის ხელმძღვანელობით),რომელმაც გადაიღო ყველასათვის ცნობილი კინოკომედია – “ტაქსი”,სასამართლოში სარჩელი შეიტანა.გერმანული კომპანიის გაღიზიანება,ფილმის დასასრულს გამოყენებულმა ფრაზამ გამოიწვია,სადაც “მერსედესში” მჯდომ პირებს,ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი – სამი ნასერი მიმართავს: “რა არის ბავარიელებო,ასე დადიხართ ტრაქტორებით?” აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სასამართლომ ფილმის შემქმნელებს,”მერსედეს-ბენცის” სასარგებლოდ 2 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა.
5. ეთიოპურ კალენდარში 13 თვეა.ახალი წელი კი 11 სექტემბერს აღინიშნება.
6. ბრაზილია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში,რომელმაც საკუთარ ტერიტორიაზე “სოლარიუმები” აკრძალა.
7. ძველ ჩინელთა ღვინის მფარველ ღმერთს – ცზიუ სინი ეწოდებოდა.ლეგენდის თანახმად,იგი გამუდმებით მოითხოვდა მსხვერპლს და იმ შემთხვევაში თუკი მას მსხვერპლს არ შესწირავდნენ იმუქრებოდა,რომ – ღვინოს წყლად გადააქცევდა.
8. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი და მუსიკალურ ხელოვნებაში რომანტიზმის ფუძემდებელი – ფრანც პეტერ შუბერტი,გარდაცვალებისას სულ რაღაც 31 წლის იყო.სწორედ ამიტომ ამშვენებს მის საფლავს შემდეგი ეპიტაფია: “სიკვდილმა აქ დაასამარა დიდი განძი,მაგრამ კიდევ უფრო მშვენიერი იმედი”.
9. “გვირგვინებს ნუ მომიტანთ,როდესაც მოვკვდები! თუ ჩემი პატივისცემა გინდათ,იმ გვირგვინების ფული ახლავე მომეცით!..” – ხუმრობდა აკაკი წერეთელი. (ავტორი გენია.ჯი)
10. გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა – სალვადორ დალიმ ხატვა სამი წლის ასაკში დაიწყო და 10 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი გახლდათ.