ბესიკ ხარანაულის გენიალური მოსაზრებები…

1. „არ შეიძლება სიცოცხლის ბოროტად გამოყენება!”

* * *

2. „რაც უფრო მეტი ტყუილია გარშემო, მით უფრო ვკერპდები სიმართლეში”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „ნუ ვიქნებით სერიოზულები ყოველწამს და ნურც გაღიმებულები ყოველწუთს”.

* * *

4. „ცხოვრება ცოდნა და არცოდნა, ქონა და არქონა და სხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები კი არაა, არამედ მათთან დელიკატური მოქცევაა”.

* * *

5. „უზნეოდ ვცხოვრობდი. ამის აღწერა შესაძლებელია, მაგრამ არავის გააკვირვებს. რომ გააკვირვო, შენც უნდა გიკვირდეს. უზნეოდ ვცხოვრობდი! ვამბობ მე ამას ქრისტეს წინაშე და არა ადამიანების სამსჯავროზე, სხვა უფლებას თავს ვერ მივცემ, და დავისჯები”.

* * *

6. „ადამიანი ერთმანეთზე შედგმული სივრცეებია…”

* * *

7. „ყველაზე მეტი მაყურებელი ჯვარცმას ჰყავს, ისინი დადიან დედამიწის აღმართებზე და დაღმართებზე, ავსებენ ქალაქებს, იღვიძებენ და იძინებენ, იბრძვიან და ერთად არიან, რომ ჯვარცმას უყურონ…”

* * *

8. „ალკოჰოლი აუტანელი არსებაა. მოგბეზრდება, ვეღარც კი უთანაგძნობ. არ გაგამტყუნებ,მაგრამ არასოდეს ზემოდან არ დახედო, ის ერთგვარი წინასწარმეტყველია და ცოდვების თავზე ამღები. ნახეთ, როგორ ზეიმობს მასში, რასაც თქვენ მალავთ.

განსაკუთრებული საშინელებაა ალკოჰოლიკი სახლში, მაგრამ გახსოვდეს, არასოდეს არ დაუკეტოთ ალკოჰოლიკს გარედან კარი”.

* * *

9. „ჩვენ ყველანი ბავშვობაში ჩადენილი საქციელებიდან ვართ, თუმცა იქიდან ბევრი არაფერი დარჩა, გარდა სულისა, რომელიც იქიდან იწყება”.

* * *

10. „ყველა ქურდობს, ბოლოსდაბოლოს! – თვალით, ფიქრით, სურვილით. ვინ არის, ვისაც თვალები აქვს, რომ არ იპარავდეს? ვინ არის, ვისაც ფიქრი აქვს თავში, რომ არ იპარავდეს? დაბოლოს, სურვილი! – ოო, არც ერთი ცხოველი არ შეედრება ადამიანს! სურვილებში ყველაზე მეტია”.

* * *

11. „არ შეუძლია ბავშვს თვალი მიადევნოს თავის ზრდას. მოხუცსაც ვერ გაუგია, როგორ მოხუცდა. ესაა სიცოცხლე. ერთი უდარდელად ხარჯავს, მეორე კი დაჰკანკალებს”.

* * *

12. „ადამიანი უსასრულობიდან დაძრული სიცოცხლის ატომის დაშლის შედეგია”.

* * *

13. „ვინ აცვეს ჯვარს ქრისტესთან ერთად – ავაზაკები, რომლებიც თარგმანით ჩვენა ვართ. ჩვენ ვართ ვინც მის მარცხნივ და მარჯვნივ გააკრეს, ჩვენ ვიცით, რომ ერთი მათგანი ცხონდა, მაგრამ არ ვიცით, მარჯვენა იყო ის თუ მარცხენა. და არც უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ბალახიდან ვიწყებით და მუხის წვერი ჩვენზე დაბალია. საიქიოს სარკეში ჩვენ ვჩანვართ როგორც ნახორციელარები”.

* * *

14. „არიან ადამიანები, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ საკუთარი ბოროტება, სიკეთეზე კი გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ, როგორც მგელს ეგონოს, რომ საკუთარი სიკეთის გამო გადაურჩა ცხვარი და არა სხვა ხელის შემშლელი მიზეზის გამო, რადგან მგელს ჰგონია, რომ ცხვარი მისი კუთვნილებაა, ცხვრისა კი ბალახი. ამ აზრით დაძრწის და ამ აზრით კვდება”.

* * *

15. „ადამიანი სულ ბედნიერებაზე ფიქრობს და სულ ტრაგედიებს თხზავს”. (ავტორი გენია.ჯი)