სადჰუ სუნდარ სინგჰი – “ევროპელი ქრისტიანების” შესახებ წერდა…
“როდესაც გავქრისტიანდი და წმინდა კაცთა ცხოვრებანი ვნახე,მეგონა,ევროპაში ვპოვებდი ქრისტიანებს ცოცხალი რწმენით,მაგრამ იმედი გამიცრუვდა – იქ სულ სხვა რამ დამხვდა.უეჭველია,მათ შორისაც არიან ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი,თუმცა ერთეულნი.ყოველი მათგანი ქრისტიანი როდია,ვინც თავს მიიჩნევს.
უნებურად ქრისტიანულ და წარმართულ ქვეყანათა მოსახლეობის შედარება დავიწყე,წარმართები ხელით ქმნულ კერპთ მსახურებენ,ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებში მე კეერპთაყვანისმცემლობის უარეს ფორმებს წავაწყდი – ადამიანები აქ საკუთარ თავს ეთაყვანებიან,საერთოდ აღარ ლოცულობენ,ტაძარში სიარულის ნაცვლად გასართობად დადიან,ლოთობენ,უამრავ ცოდვას ეძლევიან და მაშინ მივხვდი,რომ ევროპულ სახელმწიფოებს არ შეიძლება ქრისტიანული ქვეყნები უწოდო,რადგან მათ შორის ჭეშმარიტ ქრისტიანებს თითო-ოროლას ნახავთ.
უწინ ვფიქრობდი: რა უბედური ვარ,წარმართულ ქვეყანაში რომ დავიბადე და რა ბედნიერები არიან ისინი,ვინც ქრისტეს სჯულს ყრმობიდანვე ეზიარნენ-მეთქი.მაგრამ უცხო ქვეყნების ხილვის შემდგომ აზრი შემეცვალა.ახლა უფალს ვმადლობ და ვადიდებ წარმართულ ქვეყანაში დაბადებისათვის,რადგან ასე მუდამ რელიგიური დაუკმაყოფილებლობის განცდა მქონდა და ჭეშმარიტების ძიებამ ქრისტე მაპოვნინა.
ეგრეთ წოდებული ქრისტიანულ ქვეყნებში კი ადამიანებს ეს დაბადებითგანვე აქვთ და ამიტომ უფალს არ ეძიებენ.
ის,რომ “ქრისტიანთა” რწმენა უსიცოცხლოა,ქრისტესი კი არა,თავად მათი ბრალია,ვინც თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევს,მაგრამ მას,როგორც მოძღვარს,თავი არ ანდო.
33 წელი იცხოვრა უფალმა პალესტინაში,მაგრამ განა პალესტინა გაქრისტიანდა?! მხოლოდ ერთეულნი გაჰყვნენ მის მაცხოვნებელ მოწოდებას და მოწამოებრივი ღვაწლი იტვირთეს.სწორედ ასე გრძელდება დღემდე”. (ავტორი გენია.ჯი)