რომენ გარის მოსაზრებები…
1. “იესო ერთ-ერთი არსებაა,ვინც სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს”.
2. “გიკრძალავთ ჩემს შებრალებას”.
3. “ნუ მოჰყვები ყველაფერს ისე,როგორც სინამდვილეში მოხდა.უმჯობესია,მომხდარი ლეგენდად აქციო და სწორად შეარჩიო მის მოსაყოლად საჭირო ტონი”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “ვინაობა? ყოველთვის მძულდა ეს შეკითხვა.არასდროს ვიცოდი,ვინ ვიყავი.ეს არავინ იცის,მაგრამ მე თავიდანვე ვიცოდი,რომ არ ვიცოდი.არ გამაჩნია არავითარი ვინაობა რომელშიც თავს ჩავრგავდი,როგორც ბულბულის ლოგინში.მუდამ,მთელი სიცოცხლის მანძილზე,შიშისგან გადმოკარკლული თვალებით ვიმზირებოდი”.
5. “არც თეორიას ვწყალობდი და არც თეორიტიკოსებს,მაგრამ იმ აზრების შემდეგ,რაც მოვისმინე ერთი ტიპისაგან,სახელად მიშელ ფუკო,ვიზიარებდი მის ზიზღს ვინაობისადმი.ვერცერთი ვერ ვიტანდით ამად თუ იმად (განსაზღვრულად) ყოფნას”.
6. “არასოდეს არაფერია სატრაბახო”.
7. “ჰო მე ვიღებდი.მაგრამ გავცემდი კიდეც: წიგნებს ერთიმეორეს მიყოლებით,ათასობით გვერდს ვჩუქნიდი სამყაროს – აიღეთ,მოუსმინეთ,იოცნებეთ,იცინეთ,იტირეთ,იფიქრეთ – მომეცით საშუალება,უფრო მეტი გიბოძოთ!”
8. “ხელოვნებაში ყველაფერი დასაშვებია მარცხის გარდა… თუ ხელოვნებას მარცხი არ მოსდევს,მისი ტყუილი გამართლებულია,როცა მარცხით მთავრდება,მაშინ ვერანაირი სიმართლე ვერ შეუშლის ხელს,იყოს უბადრუკი ტყუილი”. (ავტორი გენია.ჯი)
9. “რეალობა ყოველი მხრიდან მიტევდა,ყველანაირად მთრგუნავდა,ყველგან საკუთარ საზღვრებს ვაწყდებოდი და ამიტომაც გამოგონებულ სამყაროში თავის შეფარებას და იქ ცხოვრებას მივეჩვიე,ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟების ზურგს უკან.ასეთი ცხოვრება უფრო აზრიანი,სამართლიანი და თანაგრძნობით სავსე იყო”.
10. “ფრანგებს დიდებული გამონათქვამი გააჩნიათ: “ადამიანის ბუნებრივი თვისებები კარიდან რომ გააგდო,ფანჯრიდან შემოვაო”.