სეიუ

სეიუ (იაპონური თარგმანით,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “გამხმოვანებელ მსახიობს”) – წარმოადგენს იმ იაპონელ გამხმოვანებელ მსახიობებს,რომლებიც დაკავებული არიან ანიმეს,ვიდეორგოლების და უცხოური ფილმების გახმოვანებით.ისინი მოღვაწეობენ,როგორც რადიოში,ასევე ტელევიზიებში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ამომავალი მზის ქვეყანაში” სეიუს მთელი,ცალკე ინდუსტრიაა განვითარებული,რის ბაზაზეც იზრდებიან და ემზადებიან “სეიუ”-ს მომავალი თაობები.განსხვავებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ანიმაციური სკოლებისაგან,სადაც პერსონაჟებს კინოფილმებსა და ანიმაციურ ფილმებში ახმოვანებენ,სპეციალურად მოწვეული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები,იაპონიაში “სეიუ” ცალკე პროფესიაა,გამორჩეული თავისი სიფაქიზით.ამ მიზეზთა გამო “სეიუ” იაპონიაში ძალიან პოპულარული და განვითარებული პროფესიაა.შესაბამისად,ისინი დიდი პროფესიონალიზმითაც გამოირჩევიან.”სეიუ”-ს სპეციალური კურსის გავლისათვის იაპონიაში დიდი კონკურენციაა,სადაც მოხვედრა ძალიან რთულია.კურსებზე კი მიმდინარეობს პროფესიონალური სწავლება,თუ როგორ უნდა მოექცეს ესა თუ ის სტუდენტი საკუთარ ხმას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იგი დაჯილდოვებული უნდა იყოს მუსიკის ნიჭითაც.ამიტომ მასიურად მიმდინარეობს ვოკალზეც მუშაობა.გარდა იმისა,რომ “სეიუ” გამხმოვანებელია,მათი დიდი ნაწილი,პარალელურად დიდ საესტრადო წარმატებებსაც აღწევს,ამის ნათელ მაგალითს კი წარმოადგენს ცნობილი “სეიუ” – მაგუმი ჰაიასიბარა.ისინი მონაწილეობენ რადიოსპექტაკლებში,მიჰყავთ სატელევიზიო და რადიოგადაცემები,დუბლირებას უკეთებენ ფილმებს და საკმაოდ მაღალი ანაზრაურებაც აქვთ.