სალვადორ დალი – “პორტ-ლიგატას მადონა” (პირველი ვერსია)
“პორტ-ლიგატას მადონა” (პირველი ვერსია) – ინგლისურ ენაზე “The Madonna of Port Lligat”,წარმოადგენს გენიალური ესპანელი მხატვრის,ფერმწერის,გრაფიკოსის და სკულპტორის - სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკის (1904-1989 წლები),მიერ 1949 წელს,ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებულ “შედევრ” სურეალისტური ჟანრის სურათს.ტილოს სიმაღლე 48,9 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 37,5 სანტიმეტრს შეადგენს.1948 წელს,სალვადორ დალის სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,მაშინ როდესაც იგი უკვე საყოველთაოდ ცნობილი მხატვარი იყო,პორტ-ლიგატში დაიწყო მუშაობა მადონას სახის შექმნაზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პერიოდი მხატვრის შემოქმედებისა,ერთგვარად მოიცავდა რელიგიურ სიუჟეტების მოტივებს.სურათის დახატვის შემდგომ,სალვადორ დალის შედევრი სურათი,აკურთხა რომის პაპმა პიუს XII-მ,რომელსაც 1949 წელსვე,ავტორმა საჩუქრად გადასცა იგი. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახული ფრაგმენტიზაცია,აშკარად გამოსახავს მხატვრის შემოქმედებისათვის დამახასიათებელ – “ბირთვულ მისტიკაციას”.დღესდღეობით სალვადორ დალის მიერ 1948 წელს დახატული ტილო “პორტ-ლიგატას მადონა”,დაცულია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მილუოკის “მარკეტის უნივერსიტეტში”.