ბესიკ ხარანაულის მოსაზრებები…
“შეყვარებულები უნდა ემსგავსონ აჩრდილებს,რომ სხეულით ერთმანეთი არ დააძიმონ.შეყვარებულები უნდა ემსგავსონ ფრინველებს,რომლებიც მიფრინავენ და მოფრინავენ და ვერავინ მოსთხოვთ,რომ ერთ ადგილზე ებან”.
***
“ახალგაზრდებს უყვართ ბნელი და მოხუცებს ნათელი.ეს ასეა,დღეს არ დაწყებულა.დავრჩებოდი მარტო და ჩავაბნელებდი ოთახს,მოვიდოდა დედაჩემი და გადაწევდა ფარდებს,ვერ გაეგო თუ ვინმეს სიბნელე ერჩია.ბებოჩემი ანუგეშებდა: “ახალგაზრდები მეღამიეებია!”
***
“ჩემმა სიალალემ შემინახა!” (ავტორი გენია.ჯი)
***
“ძაღლზე უკეთესი ყნოსვა მგელსა აქვს,მაგრამ არ შიანურდება,მგორიალე ქვასაც ხავსი არ ეკიდება,მაგრამ არავინ იყენებს მათ ნიჭს.ამათ კი უნდათ,ერთი უნიკალური უმეცრება არ გამორჩეთ გამოუყენებელი”.
***
“კაცს შუღლიც უნდა შეეძლოს და შერიგებაც,ერთზე გათლილი არ უნდა იყოს!”
***
“თუ გინდა ნამდვილი ლიტერატურული შოუ მოაწყო,ნაწარმოები უნდა ეძებო,თავის ნაწერ-მწერლიანად”.
***
“სიხარულს გააქვს,მწუხარება – აბრუნებს”.
***
“წესიერების დავიწყება შეიძლება,უწესობისა – არა.წესიერება ზრდაშეჩერებულია,უწესობა – მზარდი”. (ავტორი გენია.ჯი)