ვიაჩესლავ მოლოტოვის შესახებ…

ვიაჩესლავ მოლოტოვი (1890-1986 წლები) – წლების მანძილზე “წითელი იმპერიაში” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახლდათ.მას მოიხსენიებდნენ,როგორც – “სტალინის აჩრდილი”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი და სტალინის ბიოგრაფიების გაცნობისას მრავალი პარალელის გავლება არის შესაძლებელი.გარდა ადრეულ პერიოდებში გადასახლებებისა და პარტიული მოღვაწეობისა,ის,ისევე,როგორც სტალინი,ახალგაზრდობაში ლექსებს წერდა.მიღებული ჰქონდა მუსიკალური განათლებაც. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია – ვიაჩესლავ მოლოტოვი,რომლის ნამდვილი გვარი – სკრიაბინი იყო,კარგად ფლობდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნებას.რამდენიმე ხნის მანძილზე,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერიის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი ქუჩის მუსიკოსების მუსიკალურ ჯგუფშიც კი გამოდიოდა.აღნიშნული მუსიკალური ჯგუფი რესტორნებშიც ხშირად უკრავდა.მიუხედად იმისა,რომ მუსიკალური მოღვაწეობიდან მოლოტოვი მცირე ხელფასს იღებდა,მან,იმ პერიოდისათვის გამეფებულ შიმშილისაგან თავის დაღწევა მაინც მოახერხა.სტალინი,რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ვიაჩესლავის ბიოგრაფია,მოლოტოვს აღნიშნული საკითხის ირგვლივ ხშირად ეხუმრებოდა.ყველაზე მეტად,რაც მოლოტოვს ახასიათებდა,გახლდათ შექმნილი სიტუაციების ანალიზის კარგი უნარი,დისციპლინა და შეუპოვარი ხასიათი.მონღოლეთსა და ავსტრიაში მუშაობისას,ცენტრალურ კომიტეტს საკმაოდ ღრმად გააზრებულ და გაანალიზირებულ წერილებს უგზავნიდა,რომლებიც მიძღვნილი გახლდათ ზემოაღნიშნულ ქვეყნებში შექმნილი სიტუაციებისადმი.მიუხედავად ამისა,მოლოტოვს არც ერთ გაგზავნილ წერილზე პასუხი არ მიუღია.სწორედ ამიტომ,იმ პერიოდის მისი მუშაობა პარტიულ სტრუქტურაში,შესაძლოა – “სიზიფეს შრომას” შევადაროთ.თუმცა 1939 წელს,მოლოტოვი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება.იმავე წლის 23 აგვისტოს,იგი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან – იოახიმ ფონ რიბენტროპთან ერთად ხელს აწერს,საყოველთაოდ ცნობილ თავდაუსხმელობის დოკუმენტს,რომელსაც დღემდე – “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს” უწოდებენ.მასვე მოუწია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებს მიღება და შესრულება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ვიაჩესლავ მოლოტოვმა სიცოცხლის განმავლობაში 7-ჯერ გადაიტანა ინფარქტი.მიუხედავად ამისა,მან მაინც საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე – 94 წლამდე იცოცხლა.ვიაჩესლავ მოლოტოვს სახელმწიფოსაგან გამოყოფილი მრავალი მცველი იცავდა,მაგრამ ის მაინც არასოდეს იცილებდა თავიდან და ყოველთვის ატარებდა რევოლვერს.ეს თვისება,მას მთელი ცხოვრების მანძილზე დასჩემდა. 1921 წელს დაქორწინდა – პოლინა ჟემჩუჟინაზე (ნამდვილი სახელი და გვარი – პერლა კარპოვსკაია),რომელიც თავის მხრივ მალევე დაუმეგობრდა სტალინის მეუღლეს – ნადეჟდა ალილუევას.ალილუევას თვითმკვლელობის შემდეგ,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის არაორდინალური თვისებებით გამორჩეული მეუღლე – პოლინა ჟემჩუჟინა დაკავებულ იქნა.როგორც ცნობილია,პოლინა უკანასკნელი ადამიანი გახლდათ მათ შორის,ვინც ნადეჟდა ალილუევას სუიციდის ჩადენამდე ესაუბრა.სტალინმა ეს ფაქტი უწყოდა და სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი,რომ 1948 წელს მას ბრალი დასდეს “დანაშაულებრივ კავშირში ებრაელ ნაციონალისტებთან”.სასამართლომ,მოლოტოვის მეუღლეს 5 წლით გადასახლება მიუსაჯა.გარდა პოლინასი,აღნიშნულ “დანაშაულში,ბრალდებულ და გასამართლებულ იქნენ მისი და-ძმა და კიდევ ორი ნათესავი.

მეუღლის დაკავებამ,მოლოტოვზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია,თუმცა სტალინთან აშკარა კონფრონტაციაზე წასვლა ვერ გაბედა.მეუღლის დაკავებიდან ორ თვეში ის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს,რამაც მისი უზარმაზარი გავლენის შესუსტებაც გამოიწვია.მანამდე კი,სტალინთან პირადი გასაუბრისას,ბელადისაგან “რჩევა” მიიღო,რომ პოლინას გაშორებოდა.იმის შიშით,რომ მეუღლეს დაუხვრეტდნენ,მან სტალინის წინადადება მიიღო. მიუხედავად ამისა,”შავი ღრუბლები” 1953 წელს,თავად მოლოტოვის თავზეც გამოჩნდნენ.კომუნისტური პარტიის,რიგით XIX ყრილობაზე,სტალინმა მოლოტოვი მკვეთრად გააკრიტიკა.მალევე,ვიაჩესლავის მეუღლე – პოლინა,გადასახლებიდან ქმრის საწინააღმდეგო ჩვენების მისაცემად მოსკოვში გადაიყვანეს.თუმცა,სტალინის გარდაცვალებამ მოლოტოვს “სულზე მოუსწრო”.ლავრენტი ბერიამ კი,მისი თხოვნის შემდეგ პოლინა სასჯელისაგან გაანთავისუფლა. 1957 წელს,მოლოტოვს “სოციალისტური შრომის გმირის” წოდება მიანიჭეს.მისი კარიერული წინსვლა კი კვლავაც გაგრძელდა.ერთი პერიოდის მანძილზე,საბჭოთა იმპერიის “გენსეკის” პოსტზე მოლოტოვი განიხილებოდა,თუმცა ამაში მას ხელი,თავისივე ხანდაზმულმა ასაკმა შეუშალა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი ჯანმრთელობის დაცვას უდიდეს ყურადღებას უთმობდა და ხშირად უსვამდა ხაზს იმას,რომ ას წლამდე იცოცხლებდა.თუმცა მან 94 წლამდე იცოცხლა.მას შემდეგ,რაც მოლოტოვი გარდაიცვალა,ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში – ალბანეთში სახელმწიფო გლოვა გამოცხადდა.გავრცელებული ცნობების თანახმად,ერთ დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პირად ანგარიშზე მხოლოდ 500 მანეთი ირიცხებოდა.მიუხედავად იმისა,რომ მოლოტოვი სტალინმა საბოლოოდ გაწირა,იგი სიცოცხლის ბოლომდე მაინც ერთგულ “სტალინელად” დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)

ვიაჩესლავ მოლოტოვი და პოლინა ჟემჩუჟინა