ანა იოანეს ასული – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,რუსეთის რიგით მე-4 იმპერატორის (რომანოვების სამეფო დინასტიიდან) – ანა იოანეს ასულის (1693-1740 წლები) საწოლ ოთახში,გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეშევრდომები შევიდნენ.მათი გაოცება და ერთგვარი შიში გამოიწვია იმ ფაქტმა,რომ ანა იოანეს ასულის თანამოსაუბრე ქალბატონი,ზუსტად ისეთივე აღნაგობისა და ფიზიკური მონაცემების მქონე იყო,როგორც თავიანთი მომაკვდავი დედოფალი.ეს საოცარი ფაქტი,მალევე მთელი საიმპერატორო სასახლისათვის გახდა ცნობილი და იმთავითვე იქცა დიდი ვნებათაღელვისა და ინტერესის ობიექტად.მიუხედავად უდიდესი ინტერესისა,სასიკვდილო სარეცელზე მყოფ 47 წლის დედოფალს,ვერავინ გაუბედა ეკითხა თუ ვინ იყო ის ქალი,რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჩამოჰგავდა მას.ამ საიდუმლოებას,ალბათ არც არასოდეს აეხდებოდა ფარდა,რომ არა თავად ანა იოანეს ასულის სრულიად სერიოზული სახით გამოთქმული განცხადება: ” – ის ქალბატონი,რომელსაც მე რამდენიმე დღის წინათ ვესაუბრებოდი,თავად – “ჩემი სიკვდილი” იყო”. (ავტორი გენია.ჯი)