გურამ ოდიშარია – “გაუგზავნელი წერილებიდან”
ისევ მახსოვხარ,ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად გიგონებ კიდეც,
და თუ გიგონებ,ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად გინატრებ კიდეც.
და თუ გინატრებ,ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მიყვარხარ კიდეც.
და თუ მიყვარხარ,ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად შენთან ვარ კიდეც.
და თუ შენთან ვარ,ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მომვკვდარვარ კიდეც…