რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინას შესახებ…
რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინა (1891-1961 წლები) – წარმოადგენდა “განდიდების მანიით” შეპყრობილ დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორს,რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი მრავალრიცხოვანი სექსუალური კავშირებისა და ოდიოზური თვისებების გამო – “El Chivo” ანუ “თხა” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) ყოფილი კონტრაბანდისტი ქვეყნის ხელისუფლებაში ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგად მოვიდა.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მას ამომრჩეველთა ისეთმა რაოდენობამ მისცა ხმა,რამდენიც ოფიციალური მონაცემების თანახმად ქვეყანაში საერთოდ არც კი არსებობდა.ხელისფლებაში მოსვლის შემდგომ,რაფაელ ტრუხილიომ თავის სამი წლის ვაჟს – რაფაელ (რამფისი) ლეონიდას ტრუხილიო მარტინესს პოლკოვნიკის,ხოლო ცხრა წლის ასაკში კი ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭა (სხვა ვერსიის თანახმად 14 წლის ასაკში).ხესუს გალინდესის მიერ დაწერილ წიგნში – “ტუხილიოს ერა”,აღნიშნულია ის ფაქტი,რომ რაფაელ ტრუხილიოს უფროსი ვაჟი დაიბადა 1929 წელს,მას შემდეგ,რაც მარია მარტინეს ალბამ (რაფაელის მომავალმა მეუღლემ და რამფისის დედამ) ოფიციალურად იქორწინა ერთ-ერთ კუბელ მამაკაცზე,რომელმაც ბავშვის მამობაზე უარი განაცხადა.მოგვიანებით,რამფის ლეონიდას ტრუხილიო მარტინესი,საკუთარ ვაჟად აღიარა დომინიკელმა დიქტატორმა.აღნიშნული წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,გამოდის,რომ რაფაელ (უმცროსი) ტრუხილიო დიქტატორის არაკანონიერი შვილი (ნაშვილები) იყო.თავად რაფაელისა და მარიას ოფიციალური დაქორწინება 1935 წელს განხორციელდა,თუმცა მანამდე იგი ორჯერ უკვე იყო დაქორწინებული – ამინტა ლედესმაზე და ბენვენიდა რიკარდოზე.მიუხედავად იმისა,რომ მარია მარტინეს ალბა ერთობ გაუნათლებელი ქალი იყო,ამას ხელი არ შეუშლია მისთვის “ნობელის პრემიაზე” წარედგინათ ლიტერატურის დარგში და ეს ყოველივე,რაღა თქმა უნდა თავისი გავლენიანი ქმრის დახმარების შედეგად მოხდა.გარდა ამისა,რაფაელ ტრუხილიოს ინიციატივით,დომინიკის რესპუბლიკაში ჩატარებულ იქნა ღონისძიება,სახელწებით: “მსოფლიოს ბაზრობა,თავისუფალი მსოფლიოს ძმობა”.აღნიშნული ღონისძიების მიზანი,დიქტატორის ქალიშვილის ფლორა-დე-ოროს “კორონიზაცია”,ანუ დედოფლად “კურთხევა” გახლდათ.საერთო ჯამში,ტრუხილიოს ქალიშვილის კორონიზაციისადმი მიძღვნილი ერთწლიანი ღონისძიება,ქვეყნის ისედაც გაღარიბებულ ბიუჯეტს 30 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.რაფაელ ტრუხილიომ,დომინიკის რესპუბლიკაში არა მარტო დედაქალაქს – სანტო-დომინგოს (სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ უძველესი ქალაქი) შეუცვალა სახელი (სიუდად-ტრუხილიო),არამედ უამრავ ქუჩას,ხიდებსა და მთებსაც კი.”განდიდების” განსაკუთრებული მანიით შეპყრობილმა დიქტატორმა ეკლესიის მამებს “დავალებად მისცა”,რომ ყოველი წირვის დროს შემდეგი წინადადება წარმოეთქვათ: “ღმერთი ზეცაშია,ტრუხილიო კი მიწაზე”.მიუხედავად იმისა,რომ 1952 წელს ქვეყნის პრეზიდენტი მისი ღვიძლი ძმა – ჰეკტორი გახდა,ფაქტიური ძალაუფლების მფლობელი,მაინც თავად იყო.ცნობილია ისიც,რომ დომინიკის რესპუბლიკაში,მისი მმართველობის დროს ყველაზე “წარმატებულ და გავლენიან” ბიზნესმენებად,სწორედ ტრუხილიოს ოჯახის წევრები მიიჩნეოდნენ.დომინიკის რესპუბლიკის კონგრესმა რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინას გენერალსიმუსის,ფლოტის ადმირალის,”დამოუკიდებლობის ამღდგენის”,”ერის განმათავისუფლებელის”,”პირველი სტუდენტის”,”პირველი ექიმის” და “პირველი მეცნიერებათა დოქტორის” წოდებები მიანიჭა.ისევე,როგორც ყოველ დასაწყისს აქვს დასასრული,ასევე იყო დომინიკელი დიქტატორის შემთხვევაშიც.ეთნიკურ წმენდასა და სხვა უამრავ დანაშაულში ბრალდებული დიქტატორი 1961 წლის 30 მაისს,ჩასაფრების შედეგად იქნა მოკლული.მისი ოჯახი კი ოფიციალურად იქნა განდევნილი ქვეყნიდან.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,რაფაელის ცხედარი მისმა ოჯახმა სან-კრისტობალიდან პარიზში მდებარე “პერლ-ლაშეზის” სასაფლაოზე გადაასვენა და იქვე დაკრძალა.(ავტორი გენია.ჯი)