უილიამ შექსპირი – “სონეტი XCV”
ნეტავ შენს ცოდვებს რად შეჰხარი დიდი მადლივით,
რა სიტკბოებას გადაჰყრიხარ იმ სიმწარეში,
შენს ლამაზ ვარდს რომ შეჰპარვია ბილწი მატლივით
და სახელს გიტეხს,როგორც ფლიდი პირისფარეში.
***
შენს სიკეთეზე საუბარი ყველას სწადია,
ყველა შენ გაქებს,სადიდებელს რაწამს ნახავენ,
შენთან ისეთი მეხოტბენი მრავლად დადიან,
ვინც უზნეობას არც პირსუკან დაგიძრახავენ.
***
შენში აშენებს თვალთმაქცობა დღეს იმ სასახლეს,
სადაც თავს უყრის მლიქვნელების ხროვას განგება,
სადაც სიტურფე ნიღაბსმიღმა უნდა დასახლდეს
და თვით სიმართლეც მაცდურობით დაიბანგება.
***
მაშ,სანატრელო,ჩემგან მაინც მართალი გესმას -
ხმალიც ბლაგვდება,თუ მას ხშირად არავინ ლესავს.