პატრის ემერი ლუმუმბას მიმართვა – “თანამემამულეებს”

“კოლონიური მმართველობის ოთხმოცწლიანი ჩაგვრის პერიოდში იმდენი განსაცდელი გამოვიარეთ,რომ დღემდე არ მოგვშუშებია იარები.მონებივით შრომას გვაიძულებდნენ და ისე ცოტას გვიხდიდნენ,რომ იმ თანხით ვერც ჩაცმას,ვერც გამოკვებას,ვერც თავშესაფრის პოვნას და ვერც შვილების ნორმალურად აღზრდას ვერ ვახერხებდით.დაცინვა,შეურაცხყოფა,დამცირება და ცემა მხოლოდ იმიტომ უნდა მოგვეთმინა,რომ შავკანიანები ვიყავით… თითქოს თეთრებსაც და შავებსაც ერთი კანონით არ უნდა გვესარგებლა და გვეცხოვრა.მათ მიერ ჩვენზე თავსმოხვეული კანონი თეთრკანიანებისათვის კეთილდღეობას,შავკანიანებისათვის კი არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას უზრუნველყოფდა.ცოცხალი მოწმეები ვიყავით იმისა,თუ როგორ აწამებდნენ და სჯიდნენ ადამიანებს კანის ფერის,პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის გამო; საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით და ასეთ ყოფას უცილობელი სიკვდილი გვერჩივნა.

ქალაქებში თეთრკანიანი ადამიანები შესანიშნავ,კეთილმწოყობილ სახლებში ცხოვრობდნენ,შავკანიანები კი დანგრეულ ქოხმახებში.შავკანიანებს კინოში,რესტორანში და ევროპელებისათვის განკუთვნილ მაღაზიებში შესვლა კატეგორიულად ეკრძალებოდათ.ამიტომ ძირითადად ტრანსპორტის საბარგულებით გვიწევდა მგზავრობა.თუკი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდოდით – დაჯდომის უფლება არ გვქონდა.თეთრკანიანები კი ამ დროს საუკეთესო ავტომობილებით და სუფთა ტრანსპორტით მგზავრობდნენ.განა შეიძლება იმ მასობრივი მკვლელობების დავიწყება,რომლებმაც უამრავი ჩვენი თანამოძმე იმსხვერპლა… უნდა ვაღიაროთ,რომ საბოლოოდ დავამარცხეთ დამთრგუნველი და მჩაგვრელი რეჟიმი.მაგრამ ჩვენი საყვარელი სამშობლოს მომავალი ბატონ-პატრონები და მისი კანონიერი შვილები,ვინც სულით და ხორცით შევიგრძენით და ავიტანეთ კოლონიური ჩაგვრა,ხმამაღლა ვაცხადებთ,რომ ყველაფერი დასრულდა,კონგო რესპუბლიკად გამოცხადდა და ახლა ამ ქვეყანას მისი ღვიძლი შვილები განაგებენ”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. პატრის ემერი ლუმუმბა (1925-1961 წლები) – წარმოადგენდა იმ კონგოელ პოლიტიკოსსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა “კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის” დაარსებას.იგი ქვეყნის პირველ პრემიერ-მინისტრად არჩეულ იქნა 1960 წლის 24 ივლისს,თუმცა მოკლულ იქნა 1961 წლის 17 იანვარს.მიუხედავად იმისა,რომ ლუმუმბას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ რიგი ვერსიები არსებობს,ზუსტი გარემოებები დღემდე ბურუსით არის მოცული.ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,პატრისი მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და ბელგიელმა კოლონისტებმა სასტიკი წამების შედეგად გამოასალმეს სიცოცხლს.მის გვამს კი მჟავა გადაასხეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს.პატრისი,მოწამეობრივად გარდაცვალების შემდგომ,კონგოელმა ხალხმა “ეროვნულ გმირად” აღიარა”. (ავტორი გენია.ჯი)